მეტყველების ნაწილი: კითხვითი ნაცვალსახელი
რომელი (ორიდან)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *hwaþaraz, *hweþaraz; ძვ. ინგლ. hwæþer, hwæðer (თანამედრ. ინგლ. whether); ძვ. ფრიზ. hweder, hwedder; ძვ. საქს. hwethar; ძვ. ზემ.-გერმ. wedar; ძვ. ისლ. hvaðarr, hvárr (თანამედრ. ისლ. hvor); ← ინდო-ევროპ. *kwotero- „რომელი“; სანსკრ. katará-; ავესტ. katáro; ძვ. ბერძ. πότερος; ლიტვ. katràs; ძვ. სლავ. котеръ, которъ (რუს. который)]
კონკორდანსი
ƕaþar - სახელ., ბრალდ., მხ. რ., საშ. - მათ. IX, 5; მარკ. II, 9; ლუკ. V, 23; VII, 42; ფილიპ. I, 22; სკირნს. III, 4
პარადიგმა
3.3. კითხვითი ნაცვალსახელები
გოთურში, ისევე როგორც სხვა გერმანიკულ ენებში, კითხვითი ნაცვალსახელები წარმოებულია ფუძისგან *xwa-, *xwō-, აქვს მამრობითი (ƕas „ვინ“), საშუალი (ƕa „რა“) და მდედრობითი (ƕo „ვინ“) სქესი და იხმარება მარტოოდენ მხოლობით რიცხვში:
მხოლობითი რიცხვი | |||
მამრობითი | საშუალი | მდედრობითი | |
სახელობითი | ƕas | ƕa | ƕo |
ნათესაობითი | ƕis | ƕis | ƕizos |
მიცემითი | ƕamma | ƕamma | ƕizai |
ბრალდებითი | ƕana | ƕa | ƕo |
მოქმედებითი | - | ƕe | - |
ფორმა *ƕizos (მდედრ. სქესის ნათ. ბრუნვა) ჩვენამდე მოღწეულ გოთურ წყაროებში დადასტურებული არ არის.
ასევე, ძლიერი ზედსართავივით, იბრუნვის კითხვითი ნაცვალსახელი ƕarjis „ვინ“; „რომელი“.
იხილეთ ნაცვალსახელის პარადიგმები