(ნამყ. þūhta) 1. ფიქრი (ფიქრობს), მიჩნევა; 2. ʘ ჰგონია; მიაჩნია; თვლის (უპირო კონსტრუქციებში); þugkeiþ mis მე მგონია / მიმაჩნია
ეტიმოლოგია
[ ← პროტო-გერმანიკ. *þunkjan; ძვ. ინგლ. þyncan, þincan (თანამედრ. ინგლ. think); ძვ. ფრიზ. thinka, thinza; ძვ. საქს. thunkian; ჰოლ. dunken; ძვ. ზემ.-გერმ. dunken (თანამედრ. გერმ. dünken); ძვ. ისლ. þykkja (თანამედრ. ისლ. þykja)]
კონკორდანსი
þuggkeiþ, þugkeiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. 2 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. VI, 7; XXVI, 66; მარკ. XIV, 64; ლუკ. VIII, 18; იოან. XVI, 2; კორ. I (ტექსტის დასასრული); კორ. II, XII, 19; გალატ. VI, 3; ფილიპ. III, 4
þuggkjand, þugkjand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. X, 42; კორ. I, XII, 22
þugkjaima - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. II, X, 9; XIII, 7
þuhta - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XIX, 11; გალატ. II, 2; სკირნს. IV, 7; VI, 3
þuhtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - გალატ. II, 9; სკირნს. VI, 1
þuhtedi - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - სკირნს. I, 5
þugkjands - მიმღ. I - გალატ. II, 6
þuggkjand, þugkjand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. X, 42; კორ. I, XII, 22
þugkjaima - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. II, X, 9; XIII, 7
þuhta - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XIX, 11; გალატ. II, 2; სკირნს. IV, 7; VI, 3
þuhtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - გალატ. II, 9; სკირნს. VI, 1
þuhtedi - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - სკირნს. I, 5
þugkjands - მიმღ. I - გალატ. II, 6
პარადიგმა
4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები
სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].
პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.
I კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ფიქრი | þagkjan | þāhta | þāhtēdum | þāhts |
კეთება; მოქმედება | waurkjan | waurhta | waurhtēdum | waurhts |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
იხილეთ ზმნის პარადიგმები