þeinis - ნათ., მხ. რ., მამრ., საშ. - მარკ. VI, 18; ლუკ. I, 42; VI, 41; VI, 42; XVI, 2; ტიმ. I, V, 23
þeinamma - მიც., მხ. რ., მამრ., საშ. - მათ. V, 24; V, 25; V, 36; VI, 6; VI, 18; VII, 22; მარკ. II, 11 და ა.შ.
þeinana - ბრალდ., მხ. რ., მამრ. - მათ. V, 43; IX, 6; XI, 10; მარკ. I, 2; VII, 10; X, 19; XII, 30 და ა.შ.
þein - სახელ., ბრალდ., მხ. რ., საშ. - მათ. V, 23; V, 29; V, 30; VI, 9; VI, 17; VI, 22; VI, 23 და ა.შ.
þeinata - სახელ., ბრალდ., მხ. რ., საშ. - მარკ. II, 9; ლუკ. V, 24; იოან. XII, 28; XVII, 6; XVII, 14; XVII, 17; XVII, 26
þeina - სახელ., ბრალდ., მხ. რ., მდედრ.; სახელ., ბრალდ., მრ. რ., საშ. - მათ. V, 24; V, 30; V, 39; V, 40; VI, 3; VI, 4; VI, 6; V, 17; IX, 18 და ა.შ.
þeinaizos - ნათ., მხ. რ., მდედრ. - ლუკ. I, 44; XIX, 44
þeinai - მიც., მხ. რ., მდედრ.; სახელ., მრ. რ., მამრ. - მათ. VI, 6; IX, 14; მარკ. I, 44; II, 18; II, 24; III, 32; VII, 5; VII, 29; X, 37 და ა.შ.
þeinaize - ნათ., მრ. რ., მამრ., საშ. - მათ. V, 29; V, 30; მარკ. XII, 36; ლუკ. XV, 19; XX, 43; ტიმ. II, I, 4
þeinaim - მიც., მრ. რ., მამრ., საშ. - მარკ. V, 19; IX, 18; ლუკ. XIX, 39; XIX, 42
þeinans - ბრალდ., მრ. რ., მამრ., საშ. - მათ. V, 33; მარკ. XII, 36; ლუკ. IX, 40; XIV, 12; XX, 43
þeinos - სახელ., ბრალდ., მრ. რ., მდედრ. - მათ. IX, 2; მარკ. II, 5; II, 9; III, 32; ლუკ. V, 20; VII, 48
þeinaizo - ნათ., მრ. რ., მდედრ. - ტიმ. I, V, 23
3.5. კუთვნილებითი ნაცვალსახელები
კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ფაქტობრივად, წარმოადგენს ზედსართავებს, რომლებიც წარმოებულია პროტოგერმანიკული სუფიქსით *-īna- (გოთური -ein-) მხ. რ.-ში და სუფიქსით *era- (გოთური -ar-) მრ. რ.-ში. შდრ.: meins „ჩემი“, þeins „შენი“, seins „თავისი“, „მისი“; unsar „ჩვენი“, izwar „თქვენი“; დადასტურებულია აგრ. ორობითი რიცხვის ფუძიდან ნაწარმოები კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფორმა igqarai „თქვენსას“, „თქვენ ორისას“ (მხ. რ.-ის მიც. ბრუნვა).
კუთვნილებითი ნაცვალსახელები იბრუნვის ისევე, როგორც ძლიერი ზედსართავები. მაგ. სახელ. ბრუნვაში: მამრ. სქესის ფორმა meins, საშ. სქესისა mein ან meinata, მდედრ. სქესისა meina. საშუალი სქესის კუთვნილებით ნაცვალსახელებს unsar და izwar სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში მხოლოდ მოკლე ფორმა აქვთ (ანუ არ ერთვით საშ. სქესის მხ. რ.-ის დაბოლოება -ata).