þagkjan

ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
მიმღეობა I: þagkjands
(ნამყ. þāhta) ფიქრი (ფიქრობს); მსჯელობა, განსჯა (აგრ. þaggkjan)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *þankjan; ძვ. ინგლ. þencan, þincan (თანამედრ. ინგლ. think); ძვ. ფრიზ. thanka, thenza, thenka; ძვ. საქს. thenkian; ჰოლ. denken ძვ. ზემ.-გერმ. denken (თანამედრ. გერმ. denken); ისლ. þekkja ← ინდო-ევროპ. *tong-; შდრ. ლათ. tongēre ზმნ. „ცოდნა“]
კონკორდანსი
þankeiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - ლუკ. XIV, 31
þaggkeiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. VIII, 17
þagkjai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. II, X, 7; X, 11
þagkjau - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. II, I, 17
þagkjan - ინფ. - ლუკ. V, 21; კორ. II, III, 5
þahta - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. I, 29; IX, 7
þahtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. VIII, 16; XI, 31; ლუკ. XX, 5; XX, 14
þagkjands - მიმღ. I - მარკ. II, 6; ლუკ. II, 19; III, 15; იოან. XIII, 22
პარადიგმა

4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].

პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ფიქრი þagkjan þāhta þāhtēdum þāhts
კეთება; მოქმედება waurkjan waurhta waurhtēdum waurhts

სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება