მეტყველების ნაწილი: პრეფიქსი
გვხვდება რამდენიმე გოთ. ზმნ.-ში, სადაც მიუთითებს: 1. გამჭოლ მოძრაობას რისამე გავლით, დაბრკოლების დაძლევას და ა.შ.; þaírhgaggan „სადმე, რაიმეში გავლა; რისამე განმსჭვალვა“; 2. მოქმედების დასრულებას; þaírhwakan „ღამის, დროის მონაკვეთის ფხიზლად გატარება; ღამის გათენება“; þaírhwisan „დარჩენა, ყოფნა (სადმე, ამა თუ იმ მდგომარეობაში)“
ეტიმოლოგია
[← þaírh წინდ.; ძვ. ინგლ. ðurh-, þurh-; ძვ. ფრიზ. thruch-; ძვ. საქს. thurh-; ჰოლ. door-; ძვ. ზემ.-გერმ. duruh- (თანამედრ. გერმ. durch-)]