ზმნის პარადიგმები
- 1. არსებითი სახელები
- 2. ზედსართავი სახელები
- 3. ნაცვალსახელები
- 4. ზმნები
- 4.1. ძლიერი ზმნები და მათი ფორმათწარმოების შვიდი კლასი
- 4.1.1. კლასები I-V – თვისებრივი აბლაუტი (i – a – ნული – ნული)
- 4.1.2. კლასი VI - რაოდენობრივი აბლაუტი (ă – ō – ō– ă [< IE ŏ – ō – ō – ŏ])
- 4.1.3. კლასი VII – რედუპლიკაციური ძლიერი ზმნები
- 4.2. გოთური სუსტი ზმნები და მათი ფორმათწარმოების ოთხი კლასი
- 4.2.1. პირველი კლასის სუსტი ზმნები
- 4.2.2. მე-2 კლასის სუსტი ზმნები
- 4.2.3. მე-3 კლასის სუსტი ზმნები
- 4.2.4. მე-4 კლასის სუსტი ზმნები
- 4.3 ძლიერი ზმნების უღლება
- 4.4. სუსტი ზმნების უღლება
- 4.5. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები
- 4.6. არაწესიერი ზმნები
4. ზმნები
4.1. გოთური ძლიერი ზმნები და მათი ფორმათწარმოების შვიდი კლასი
ძლიერ ზმნებს ახასიათებს პრეტერიტის წარმოება აბლაუტით/ფუძის ხმოვნის მონაცვლეობით (სუსტი ზმნებისთვის დამახასიათებელი დენტალური სუფიქსის გარეშე) და ნამყო დროის მიმღეობის წარმოება მარკერით -n-.
4.1.1. კლასები I-V – თვისებრივი აბლაუტი (i – a – ნული – ნული)
4.1.1.1. (a)
I კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | ნორმალური საფეხური | ნულოვანი საფეხური | ნულოვანი საფეხური | |
i/ă | -i- | -a- | ნული | ნული |
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი [-i-] | i + i = ii [ī] | a + i = ai | ნული + i = ĭ | ნული + i = ĭ |
(ხელის) ჩაჭიდება/ჩავლება | greipan | graip | gripum | gripans |
ჩვენება, ცნობება | teihan [-i:-] |
taih [-ai-] |
taihum [-ɛ-] |
taihans [-ɛ-] |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.1.1. (b) I კლასის არაწესიერი ძლიერი ზმნები
ამ კლასში შედიოდა რამდენიმე ზმნა (digan [ან *deigan], andweihan [ან *andwaihan] და შესაძლოა რამდენიმე სხვა), რომლებიც ავლენდა გარკვეულ ანომალიებს უპირატ. ნამყო დროის ფორმათა წარმოებისას. დადასტურებულია სულ რამდენიმე ფორმა.
4.1.1.2.
II კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | ნორმალური საფეხური | ნულოვანი საფეხური | ნულოვანი საფეხური | |
i/ă | -i- | -a- | ნული | ნული |
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი [-u-] | i + u = iu | a + u = au | ნული + u = u | ნული + u = u |
˂მო˃ღუნვა, მოხრა | biugan | baug | bugum | bugans |
ცდა, სინჯვა; არჩევა | kiusan | kaus | kusum | kusans |
მოწევა, გაწევა, მოქაჩვა, გაქაჩვა | tiuhan | tauh [-au-] |
tauhum [-o-] |
tauhans [-o-] |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.1.3.
r, l, m, n კომბინაციაში სონორი + ხშული თავდაპირველად მარცვლის წარმომქმნელი ბგერები იყო, მაგრამ უკვე საერთოგერმანიკულ ეპოქაში r, l, m, n-ს წინ ჩნდებოდა ე.წ. ეპენთეტიკური/ჩართული ხმოვანი, რომელიც გოთურში ყოველთვის [-u-]-ს იძლეოდა.
III კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | ნორმალური საფეხური | ნულოვანი საფეხური | ნულოვანი საფეხური | |
i/ă | -i- | -a- | ნული | ნული |
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი - სონორი + ნებისმიერი თანხმოვანი, მაგ. -nd-, -rþ-, etc. | i + nd = ind | a + nd = and | ეპენთეტიკური u + nd = und | ეპენთეტიკური u + nd = und |
შეკვრა; დაბმა | bindan | band | bundum | bundans |
i + rþ = airþ [-ɛ-] | a + rþ = arþ | ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-] | ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-] | |
(რაიმედ) გახდომა; (რაიმედ) გადა˃ქცევა | wairþan [-ɛ-] |
warþ | waúrþum [-o-] |
waúrþans [-o-] |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.1.4.
ამ (IV.) რიგის მესამე (პრეტერიტის მრავლობითი რიცხვის) ფორმაში (გოთურსა და სხვ. გერმანიკულ ენებში) ეპენთეტიკური ხმოვნის ნაცვლად გამოჩნდა [-ē-], რომლის ამ ფორმაში გამოჩენის თაობაზეც სხვადასხვა ჰიპოთეზები არსებობს; იგივე [-ē-] ჩნდება V რიგის/კლასის მე-3 ფორმაში.
IV კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | ნორმალური საფეხური | დაგრძელების საფეხური | ნულოვანი საფეხური | |
i/ă | -i- | -a- | -ē- | ნული |
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი - ნებისმიერი სონორი, მაგ. -m-, -r-, etc. | i + m = im | a + m = am | ē + m = ēm | ეპენთეტიკური u + m = um |
მოსვლა; მისვლა | qiman | qam | qēmum | qumans |
i + r = air [-ɛ-] | a + r = ar | ē + r = ēr | ეპენთეტიკური au [-o-] + r = aur [-or-] | |
ტარება; მოტანა; შობა, დაბადება | bairan [-ɛ-] |
bar | bērum | baurans [-or-] |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.1.5. (a)
V კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | ნორმალური საფეხური | დაგრძელების საფეხური | ნორმალური საფეხური | |
i/ă | -i- | -a- | -ē- | -i- |
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი - ნებისმიერი თანხმოვანი, გარდა სონორისა, მაგ. -b-, -h-, etc. | i + b = ib | a + b = ab | ē + b = ēb | i + b = ib |
მიცემა; მოცემა | giban | gab (gaf) | gēbum | gibans |
i + h = aih [-ɛ-] | a + h = ah | ē + h = ēh | i + h = aih [-ɛh-] | |
ხედვა; დანახვა | saíƕan [-ɛ-] |
saƕ | sēƕum [-ē-] |
saíƕans [-ɛ-] |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.1.5. (b) V კლასის არაწესიერი ძლიერი ზმნები
ამ კლასის ზოგიერთი ზმნა ავლენდა გარკვეულ ანომალიებს ნამყო დროის ფორმათა წარმოებისას. კერძოდ ზმნა bidjan „ლოცვა“; „ვედრება“ ნამყო დროში/პრეტერიტში კარგავდა ბგერას -j- (მაგ. ik bidja „მე ვლოცულობ“; „მე ვილოცებ“, მაგრამ bedun „შეევედრნენ“; „სთხოვეს“); ხოლო ზმნას fraíhnan პრეტერიტში ეკარგებოდა თანხმოვანი -n-.
V კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | ნორმალური საფეხური | დაგრძელების საფეხური | ნორმალური საფეხური | |
ლოცვა; ვედრება | bidjan | bad | bēdum | bidans |
კითხვა; კითხვის დასმა | fráihnan [-ɛ-] |
frah | frēhum [-ē-] |
fráihans [-ɛ-] |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.2 კლასი VI - რაოდენობრივი აბლაუტი (ă – ō – ō– ă [< IE ŏ – ō – ō – ŏ])
4.1.2. (a)
VI რიგი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | დაგრძელების საფეხური | დაგრძელების საფეხური | ნორმალური საფეხური | |
-ă- | -ō- | -ō- | -ă- | |
სვლა, სიარული; მოგზაურობა | faran | fōr | fōrum | farans |
დარტყმა | slahan | slōh | slōhum | slahans |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.2. (b) VI კლასის არაწესიერი ძლიერი ზმნები
ამ კლასის ზოგიერთი ზმნა ავლენდა გარკვეულ ანომალიებს ნამყო დროის ფორმათა წარმოებისას. კერძოდ ზმნა andhafjan „პასუხის გაცემა“ ნამყო დროში კარგავდა ბგერას -j-; ხოლო standan „დგომა“ – თანხმოვანს n.
VI კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | დაგრძელების საფეხური | დაგრძელების საფეხური | ნორმალური საფეხური | |
-ă- | -ō- | -ō- | -ă- | |
პასუხის გაცემა | andhafjan | andhōf | andhōfum | *andhafans |
დგომა, ადგომა | standan | stōþ | stōþum | *sta(n)dans |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.3. VII კლასი – რედუპლიკაციური ძლიერი ზმნები
რედუპლიკაციური ზმნები, ანუ ზმნები ფუძის ხმოვნის გამეორებით.
ძირითადად მეორდება პირველი თანხმოვანი, რომელსაც მოსდევს aí [-ɛ-], რის შემდეგაც შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს აბლაუტი: მაგ. maitan - maímait, letan - laílot.
სიტყვის დასაწყისში ორი თანხმოვნის თავმოყრის შემთხვევაში მეორდება მხოლოდ ერთი თანხმოვანი: მაგ. fraisan - faífrais. გამონაკლისს შეადგენს კომბინაციები sk, st: მაგ. skaidan - skaískaiþ, (ga)staldan - (ga)staístald. ხმოვნით დაწყებული ზმნების შემთხვევაში ზმნის ძირს ემატება aí- : მაგ. aukan - aíauk.
4.1.3. (a) რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე
რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე იყოფა რამდენიმე კლასად აწმყო დროის ფუძის ვოკალიზაციის მიხედვით (კლასები: ai [ai], au [au], a, ē და ō).
VII კლასი (a) აბლაუტის გარეშე |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
დაძახება; წოდება | haitan [ai] |
haíhait [-ɛ-] |
haíhaitum [-ɛ-] |
haitans [ai] |
ხტომა; ხტუნვა | laikan [ai] |
laílaik [-ɛ-] |
laílaikum [-ɛ-] |
laikans [ai] |
ძილი | slēpan | saíslēp [-ɛ-] |
saíslēpum [-ɛ-] |
slēpans |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.3. (b) აბლაუტიანი რედუპლიკაციური ზმნები
ამ ჯგუფში შედის მხოლოდ ის ზმნები, რომლებსაც აქვთ აწმყო დროის ფუძის ხმოვანი ē და პრეტერიტის ფუძის ხმოვანი ō. შესაბამისად, სახეზეა ხმოვანთმონაცვლეობა/აბლაუტი ტიპისა ē → ō (რედუპლიკაციასთან ერთად).
VII კლასი (b) აბლაუტიანი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
დატოვება; გაშვება | lētan | laílōt [-ɛ-] |
laílōtum [-ɛ-] |
lētans |
(ხელის) შეხება | tēkan | taítōk [-ɛ-] |
taítōkum [-ɛ-] |
tēkans |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.3. (c) არაწესიერი რედუპლიკაციური ზმნები
ისლანდიური ენის მონაცემების მიხედვით ითვლება, რომ გოთურ არაწესიერ რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნებოდა ზმნა bnauan „სრესა“; „ფშვნა“, „ფშვნეტა“. ჩვენამდე მოღწეულ გოთურ წყაროებში დადასტურებულია ამ ზმნის ერთი ფორმა: აწმყო დროის მიმღეობა bnauands (მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში: bnauandans ლუკ. VI, 1).
გარკვეულ ატიპურობას ავლენს აგრ. ზმნური ძირი hahan „კიდება“, რომელიც ტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „დაკიდებს“; „ჩამოკიდებს“) რედუპლიკაციური ზმნაა (ushaihah sik „თავი ჩამოიხრჩო“), ხოლო ინტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „კიდია“) პრეტერიტის ფორმებს მე-3 კლასის სუსტი ზმნების მსგავსად აწარმოებს (hahaida- „ეკიდა“).
ითვლება აგრ., რომ ზოგიერთი გოთური სუსტი, სუპლეტიური და/ან არაწესიერი ზმნა (bauan, trauan, gaggan და სხვ.) თავდაპირველად რედუპლიკაციური ზმნების კლასს განეკუთვნებოდა.
4.2. გოთური სუსტი ზმნები და მათი ფორმათწარმოების ოთხი კლასი
სუსტ ზმნებს ახასიათებს:
(ა) პრეტერიტის ფუძეთა წარმოება დენტალური სუფიქსით (თხრობ. კილოს 1-ლი და მე-3 პირის მხ. რიცხვში ფორმა -da; მე-2 პირის მხ. რიცხვში ფორმა -de(s) და თხრობ. კილოს ორობითსა და მრავლობით რიცხვში და ოპტატივის მხ. და მრ. რიცხვში ფორმა -ded); და
(ბ) ნამყო დროის მიმღეობის წარმოება მარკერით -þ/-d [-ð].
4.2.1. პირველი კლასის სუსტი ზმნები (-jan დაბოლოების მქონე ზმნები)
4.2.1. (a)
I კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
გადარჩენა | nasjan | nasida | nasidedum | nasiþs |
ძებნა | sokjan | sokida | sokidedum | sokiþs |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები
პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.
I კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ფიქრი | þagkjan | þāhta | þāhtēdum | þāhts |
კეთება; მოქმედება | waurkjan | waurhta | waurhtēdum | waurhts |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
4.2.2. მე-2 კლასის სუსტი ზმნები (-ōn დაბოლოების მქონე ზმნები)
II კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ზეთის ცხება/წასმა | salbōn | salbōda | salbōdēdum | salbōþs |
თევზაობა | fiskōn | fiskōda | fiskōdēdum | fiskōþs |
მონანიება; ʘ ნანობს | idreigōn | idreigōda | idreigōdēdum | idreigōþs |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
4.2.3. მე-3 კლასის სუსტი ზმნები (-ai- ფორმათმაწარმოებელი სუფიქსის მქონე ზმნები)
ამ კლასის სუსტ ზმნებს ჰქონდა ფორმათმაწარმოებელი სუფიქსი -ai-. სრული ფორმით აღნიშნული სუფიქსი ჩნდებოდა მხოლოდ ფუძის მე-2, მე-3 და მე-4 ვარიანტში, აწმყო დროის ფუძისგან ნაწარმოებ ფორმებში კი მას ენაცვლებოდა უბრალო -a-.
III კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ქონა; ყოლა | haban | habaida | habaidēdum | habaiþs |
მოწონება | (ga)leikan | (ga)leikaida | (ga)leikaidēdum | galeikaiþs |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
4.2.4. მე-4 კლასის სუსტი ზმნები (-n-/-nō- ფორმათმაწარმოებელი სუფიქსის მქონე ზმნები)
ამ კლასის სუსტ ზმნებს ახასიათებდა -n-/-nō- სუფიქსის ქონა. მათ არ გააჩნდათ მიმღეობა II, ხოლო უღლების ფორმაში არ ჰქონდათ მედიოპასივი (საშუალ-ვნებითი გვარი). ამ კლასის ყველა ზმნა წარმოებულია ზმნებისგან ან ზედსართავი სახელებისგან. სემანტიკური თვალსაზრისით ყველა ეს ზმნა ინტრანზიტიულია და აღნიშნავს ამა თუ იმ მდგომარეობაში გადასვლას.
IV კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ʘ ივსება | fullnan | fullnōda | fullnōdēdum | ამ კლასს არ აქვს |
ʘ წმინდა / კურთხეული ‹გა›ხდება | weihnan | weihnōda | weihnōdēdum | ამ კლასს არ აქვს |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
4.3. ძლიერი ზმნების უღლება
აწმყო დრო
niman (აღება) (IV. კლასის ძლიერი ზმნა) |
haitan (დაძახება; წოდება) (VII. კლასის/რედუპლიკაციური ძლიერი ზმნა) |
მოქმედებითი გვარი
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nima | haita | nimau | haitau |
მე-2 პირი | nimis | haitis | nimais | haitais |
მე-3 პირი | nimiþ | haitiþ | nimai | haitai |
ორობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nimos | haitos | nimaiwa | haitaiwa |
მე-2 პირი | nimats | haitats | nimaits | haitaits |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nimam | haitam | nimaima | haitaima |
მე-2 პირი | nimiþ | haitiþ | nimaiþ | haitaiþ |
მე-3 პირი | nimand | haitand | nimaina | haitaina |
ბრძანებითი კილო | ||||
მხოლობითი რიცხვი | ||||
მე-2 პირი | nim | hait | ||
მე-3 პირი | nimadau | haitadau | ||
ორობითი რიცხვი | ||||
მე-2 პირი | nimats | haitats | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nimam | haitam | ||
მე-2 პირი | nimiþ | haitiþ | ||
მე-3 პირი | nimandau | haitandau |
მიმღეობა I | ||||
nimands | haitands |
მედიოპასივი, საშუალ-ვნებითი გვარი
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nimada | haitada | nimaidau | haitaidau |
მე-2 პირი | nimaza | haitaza | nimaizau | haitaizau |
მე-3 პირი | nimada | haitada | nimaidau | haitaidau |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი, მე-2, მე-3 პირი | nimanda | haitanda | nimaindau | haitaindau |
პრეტერიტი, ნამყო დრო
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nam | haihait | nemjau | haihaitjau |
მე-2 პირი | namt | haihaist | nemeis | haihaiteis |
მე-3 პირი | nam | haihait | nemi | haihaiti |
ორობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nemu | haihaitu | nemeiwa | haihaiteiwa |
მე-2 პირი | nemuts | haihaituts | nemeits | haihaiteits |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nemum | haihaitum | nemeima | haihaiteima |
მე-2 პირი | nemuþ | haihaituþ | nemeiþ | haihaiteiþ |
მე-3 პირი | nemun | haihaitun | nemeina | haihaiteina |
მიმღეობა II | ||||
numans | haitans |
4.4. სუსტი ზმნების უღლება
აწმყო დრო
nasjan (გადარჩენა) (პირველი კლასის სუსტი ზმნა) |
salbōn ((ზეთის) ცხება / წასმა) (მე-2 კლასის სუსტი ზმნა) |
haban (ქონა; ყოლა) (მე-3 კლასის სუსტი ზმნა) |
fullnan (ʘ ივსება) (მე-4 კლასის სუსტი ზმნა) |
მოქმედებითი გვარი
თხრობითი კილო | ||||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nasja | salbō | haba | fullna |
მე-2 პირი | nasjis | salbōs | habais | fullnis |
მე-3 პირი | nasjiþ | salbōþ | habaiþ | fullniþ |
ორობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nasjōs | salbōs | habōs | fullnōs |
მე-2 პირი | nasjats | salbōts | habats | fullnats |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nasjam | salbōm | habam | fullnam |
მე-2 პირი | nasjiþ | salbōþ | habaiþ | fullniþ |
მე-3 პირი | nasjand | salbōnd | haband | fullnand |
ოპტატივი (ნატვრითი / კავშირებითი კილო) |
||||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nasjau | salbō | habau | fullnau |
მე-2 პირი | nasjais | salbōs | habais | fullnais |
მე-3 პირი | nasjai | salbō | habai | fullnai |
ორობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nasjaiwa | salbōwa | habaiwa | fullnaiwa |
მე-2 პირი | nasjaits | salbōts | habaits | fullnaits |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nasjaima | salbōma | habaima | fullnaima |
მე-2 პირი | nasjaiþ | salbōþ | habaiþ | fullnaiþ |
მე-3 პირი | nasjaina | salbōna | habaina | fullnaina |
ბრძანებითი კილო | ||||
მხოლობითი რიცხვი | ||||
მე-2 პირი | nasei | salbō | habai | fulln |
მე-3 პირი | nasjadau | salbōdau | habadau | fullnadau |
ორობითი რიცხვი | ||||
მე-2 პირი | nasjats | salbōts | habāts | fullnats |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | nasjam | salbōm | habam | fullnam |
მე-2 პირი | nasjiþ | salbōþ | habaiþ | fullniþ |
მე-3 პირი | nasjandau | salbōndau | habandau | fullnandau |
მიმღეობა I | ||||
nasjands | salbōnds | habands | fullnands |
მედიოპასივი, საშუალ-ვნებითი გვარი
თხრობითი კილო | ||||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი, მე-3 პირი | nasjada | salbōda | habada | ამ კლასს არ აქვს |
მე-2 პირი | nasjaza | salbōza | habaza | ამ კლასს არ აქვს |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი, მე-2, მე-3 პირი | nasjanda | salbōnda | habanda | ამ კლასს არ აქვს |
ოპტატივი (ნატვრითი / კავშირებითი კილო) |
||||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი, მე-3 პირი | nasjaidau | salbōdau | habaidau | ამ კლასს არ აქვს |
მე-2 პირი | nasjaizau | salbōzau | habaizau | ამ კლასს არ აქვს |
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი, მე-2, მე-3 პირი | nasjaindau | salbōndau | habaindau | ამ კლასს არ აქვს |
პრეტერიტი, ნამყო დრო
nasjan (გადარჩენა) (პირველი კლასის სუსტი ზმნა) |
მოქმედებითი გვარი
თხრობითი კილო | |
მხოლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | nasida |
მე-2 პირი | nasidēs |
მე-3 პირი | nasida |
ორობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | nasidēdu |
მე-2 პირი | nasidēduts |
მრავლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | nasidēdum |
მე-2 პირი | nasidēduþ |
მე-3 პირი | nasidēdun |
ოპტატივი (ნატვრითი / კავშირებითი კილო) |
|
მხოლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | nasidēdjau |
მე-2 პირი | nasidēdeis |
მე-3 პირი | nasidēdi |
ორობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | nasidēdeiwa |
მე-2 პირი | nasidēdeits |
მრავლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | nasidēdeima |
მე-2 პირი | nasidēdeiþ |
მე-3 პირი | nasidēdeina |
შენიშვნა: დანარჩენი კლასების სუსტ ზმნებსაც იგივე დაბოლოებები აქვთ. შდრ. salbōda, habaida, fullnōda; salbōdes, habaides, fullnōdes და ა.შ.
მიმღეობა II | ||||
nasiþs (სსტ. nasida) მამრ.; nasidata, nasiþ (სსტ. nasidō) საშ.; nasida (სსტ. nasidō) მდედრ.; შესაბამისად salbōþs, habaiþs და ა.შ. |
4.5. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები
პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები ეწოდება ზმნათა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებშიც აწმყო დროის / პრეზენსის ფორმები წარმოებულია ძლიერ ზმნათა პრეტერიტის ტიპის მიხედვით, ხოლო ნამყო დროის / პრეტერიტისა და მიმღეობა II-ის ფორმები სუსტის ზმნების ტიპის მიხედვით, დენტალური სუფიქსით იწარმოება.
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების პარადიგმა]
ასე მაგალითად, ზმნის witan (ცოდნა) შემთხვევაში თხრობითი კილოს მხოლობითი რიცხვის პირიანი ფორმების ფუძეა wait (ვიცი; იცის). თხრობითი კილოს მრავლობითი რიცხვის პირიანი ფორმების ფუძეა wit-. შდრ. witum (ვიცით); witun (იციან).
ძლიერ ზმნათა პრეტერიტთან პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებს ფუძის ხმოვნის ვოკალიზაციის გარდა საერთო აქვს აგრეთვე პირის ნიშნების დაბოლოებათა სისტემა (შდრ. მაგ. þu kannt შენ იცი და þu namt შენ აიღე).
პრეტერიტისა და მიმღეობა II-ის ფორმები, როგორც ითქვა, ამ ზმნებში იწარმოება სუსტი ზმნების ტიპის მიხედვით, დენტალური სუფიქსით, რომელსაც ჩვეულ. აქვს ფორმა -þa-, -ta-.
ზოგიერთი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნებისგან მხოლოდ ერთეული ფორმებია შემორჩენილი და მათი ფორმათწარმოების სრული პარადიგმების რეკონსტრუირება მხოლოდ თეორიულ დონეზეა შესაძლებელი.
აწმყო დროში ფუძის ხმოვნის მონაცვლეობის კანონზომიერებათა მიხედვით, პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები იყოფა I, II, III, IV და VI კლასად (V კლასის ძლიერ ზმნათა შესატყვისი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები შემორჩენილი არ არის) ძლიერ ზმნათა აბლაუტის კლასების შესაბამისად:
I კლასი (i / a + i)
(ა) აწმყ. დრ. მხ. რ. wait (ვიცი; იცის); აწმყ. დრ. მრ. რ. witun (იციან); ნამყ. დრ. მხ. რ. wissa (ვიცოდი; იცოდა) (-ssa < *-t + *-ta); ნამყ. დრ. მრ. რ. wissedun (იცოდნენ); მიმღ. II დადასტურებული არ არის.
(ბ) lais (ვიცი); დადასტურებულია მხოლოდ ეს ფორმა.
II კლასი (i / a + u)
აწმყ. მხ. რ. daug (სასარგებლოა; ვარგა) დადასტურებულია მხოლოდ ეს ფორმა.
III კლასი (i / a + სონორი + ნებისმიერი თანხმოვანი)
(ა) აწმყ. დრ. მხ. რ. kann (ვიცი; იცის) აწმყ. დრ. მრ. რ. kunnun (იციან); ნამყ. დრ. მხ. რ. kunþa (ვიცოდი; იცოდა); ნამყ. დრ. მრ. რ. kunþedun (იცოდნენ); მიმღ. II kunþs.
(ბ) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. þarf (ვსაჭიროებ, მჭირდება) (მე-3 პირის მხ. რ. მნიშვნელობით ესაჭიროება, სჭირდება დადასტურებული არ არის); მე-3 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. þaurbun (საჭიროებენ, სჭირდებათ); ნამყ. დრ. მხ. რ. þaurfta (საჭიროებდა, სჭირდებოდა); მრ. რ.-ის ნამყ. დრ.-ის ფორმა დადასტურებული არ არის; მიმღ. II þaurfts.
(გ) აწმყ. დრ. მხ. რ. (ga)dars (ვბედავ; ბედავს); 1-ლი პირის აწმყ. დრ. მრ. რ. (ga)daursum (ვბედავთ) (მრ. რ.-ის მე-3 პირის ფორმა დადასტურებული არ არის); მე-3 პირის ნამყ. დრ. მხ. რ. (ga)daursta (გაბედა); ნამყ. დრ. მრ. რ. (ga)daurstedun (გაბედეს); მიმღ. II დადასტურებული არ არის.
IV კლასი (i / a + ნებისმიერი სონორი)
(ა) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. man (ვფიქრობ; მიმაჩნია, მგონია); მე-2 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. (ga)munuþ (გახსოვთ); აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი პირი munda (ვიფიქრე; მივიჩნიე); მე-3 პირი (ga)munda (გაიხსენა, გაახსენდა); მე-3 პირის ნამყ. დრ. მრ. რ. mundedun (ფიქრობდნენ, ეგონათ); მიმღ. II munds.
(ბ) აწმყ. დრ. მხ. რ. skal (ვალდებული ვარ, მმართებს; ვალდებულია, მართებს); აწმყ. დრ. მრ. რ. skulun (ვალდებულნი არიან, მართებთ); მე-3 პირის ნამყ. დრ. მხ. რ. skulda (ვალდებული იყო, მართებდა, ემართა); მიმღ. II skulds.
(გ) (უპირო ზმნა) (gi)nah (საკმარისია); (bi)nah (ნებადართულია; საჭიროა); მიმღ. II (bi)nauht.
V კლასი (i / a + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა)
ამ ტიპის პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები გოთურში არ დასტურდება
VI კლასი (ă / ō რაოდენობრივი აბლაუტი [< ინდო-ევროპ. ŏ – ō – ō – ŏ])
(ა) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. og (მეშინია) (მხ. რ. მე-3 პირის მნიშვნელობით დადასტურებული არ არის); მე-2 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. ogeiþ (გეშინიათ); ნამყ. დრ. მხ. რ. ohta (მეშინოდა; ეშინოდა); ნამყ. დრ. მრ. რ. ohtedun (ეშინოდათ).
(ბ) აწმყ. დრ. მხ. რ. (ga)mot (ადგილი ჰყოფნის, ეტევა); მრ. რ. დადასტურებულია მარტოოდენ 1-ლი პირის ოპტატივის ფორმით: (ga)moteima (დავეტიოთ); ნამყო დროში დადასტურებულია მხოლოდ მე-3 პირის მრ. რ.-ის ფორმა (ga)mostedun (ადგილი ეყოთ, დაეტივნენ).
ატიპიური პრეტერიტო პრეზენსული ზმნები
ორი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნა mag (შემიძლია) და áih (მაქვს; მყავს; ვფლობ) არ მიჰყვება ძლიერ ზმნათა ექვსი კლასის ხმოვანთმონაცვლეობის კანონზომიერებებს:
(ა) ზმნის mag ფორმებს არა აქვთ ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა და -a- მოცემული ზმნის ფუძის ყველა ვარიანტში გვხვდება: აწმყ. დრ. მხ. რ. mag (შემიძლია; შეუძლია); აწმყ. დრ. მრ. რ. magun (შეუძლიათ); ნამყ. დრ. მხ. რ. mahta (შეეძლო) (მნიშვნელობით შემეძლო დადასტურებული არ არის); ნამყ. დრ. მრ. რ. mahtedun (შეეძლოთ); მიმღ. II mahts.
(ბ) ზმნის áih ფორმებს აგრეთვე არ გააჩნია ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა: აწმყ. დრ. მხ. რ. áih (მაქვს; მყავს) aigum აგრ. áihum (გვაქვს; გვყავს); ოპტატივის ფუძე წარმოდგენილია ფორმით aigi (ჰქონდეს; ჰყავდეს); ნამყ. დრ. მხ. რ. áihta (ჰქონდა; ჰყავდა); მრ. რ. áihtedun (ჰქონდათ; ჰყავდათ); ნამყ. დრ.-ის ოპტატივის ფუძე წარმოდგენილია ფორმით áihtedeis (გექნებოდა).
პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების ძირითადი ფორმები
III კლასის პრეტ.-პრეზ. ზმნ. |
ინფინიტივი | აწმყო მხ. რ. | აწმყო მრ. რ. | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ცოდნა | kunnan | kann | kunnun | kunþa | kunþedun | kunþs |
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების სრული პარადიგმა]
ატიპიური პრეტ.-პრეზ. ზმნ. |
ინფინიტივი | აწმყო მხ. რ. | აწმყო მრ. რ. | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ქონა; ყოლა | aigan | áih | áigun | áihta | áihtedun | áihts |
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების სრული პარადიგმა]
4.5.1. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლება
აწმყო დრო
მოქმედებითი გვარი
kunnan (ცოდნა) (III კლასის პრეტერიტო-პრეზენსული ზმნა) |
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kann | kunnjau | ||
მე-2 პირი | kannt | kunneis | ||
მე-3 პირი | kann | kunni | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunnum | kunneima | ||
მე-2 პირი | kunnuþ | kunneiþ | ||
მე-3 პირი | kunnun | kunneina |
შენიშვნა: ორობითი რიცხვის რეკონსტრუირებული ფორმები, ისევე როგორც ბრძანებითი კილოსა და მედიოპასივის ფორმები, რომლებიც გოთურ პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებს არ უდასტურდებათ, აქ მოყვანილი არ არის.
მიმღეობა I | ||||
kunnands |
[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]
პრეტერიტი, ნამყო დრო
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunþa | kunþēdjau | ||
მე-2 პირი | kunþēs | kunþēdeis | ||
მე-3 პირი | kunþa | kunþēdi | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunþēdum | kunþēdeima | ||
მე-2 პირი | kunþēduþ | kunþēdeiþ | ||
მე-3 პირი | kunþēdun | kunþēdeina |
მიმღეობა II | ||||
kunþs |
[იბრუნვის ზედსართავების ანალოგიურად]
4.6. არაწესიერი ზმნები გოთურში
არაწესიერ ზმნათა ჯგუფი გოთურში წარმოდგენილია რამდენიმე ზმნით, რომლებიც უღლების სხვადასხვა თავისებურებებს ავლენენ:
4.6.1.
briggan (მოტანა).
4.6.2.
gaggan (სვლა, სიარული).
4.6.3.
wisan (ყოფნა)
აწმყ. დრ.-ში ფუძე *es- წარმოდგენილია აბლაუტის სრული და ნულოვანი საფეხურით. უღლების ტიპი ათემატურია.
ბრძანებითი კილოს ნაცვლად ოპტატივის ფორმები იხმარება.
აწმყო დრო
wisan (ყოფნა) (არაწესიერი სუპლეტიური ზმნა) |
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | im | sijau | ||
მე-2 პირი | is | sijais | ||
მე-3 პირი | ist | sijai | ||
ორობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | siju | |||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | sijum | sijaima | ||
მე-2 პირი | sijuþ | sijaiþ | ||
მე-3 პირი | sind | sijaina |
მიმღეობა I | ||||
wisands |
[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]
პრეტერიტი, ნამყო დრო
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | was | wēsjau | ||
მე-2 პირი | wast | wēseis | ||
მე-3 პირი | was | wēsi | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | wēsum | wēseima | ||
მე-2 პირი | wēsuþ | wēseiþ | ||
მე-3 პირი | wēsun | wēseina |
მიმღეობა II | ||||
ამ ზმნას ან არ ჰქონდა, ან არ შემორჩენილა |
4.6.4.
wiljan (ნდომა, სურვილი) აწმყ. დრ.-ის ფორმები იწარმოება ნამყ. დრ.-ის ოპტატივის მსგავსად.
აწმყო დრო
თხრობითი კილო | |
მხოლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | wiljau |
მე-2 პირი | wileis |
მე-3 პირი | wili |
ორობითი რიცხვი | |
მე-2 პირი | wileits |
მრავლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | wileima |
მე-2 პირი | wileiþ |
მე-3 პირი | wileina |
მიმღეობა I | ||||
wiljands |
ნამყ. დრ. იწარმოება სუსტი ზმნების მსგავსად:
ნამყო დრო
თხრობითი კილო | |
მხოლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | wilda |
მე-2 პირი | wildēs |
მე-3 პირი | wilda |
მრავლობითი რიცხვი | |
1-ლი პირი | wildēdum |
მე-2 პირი | wildēduþ |
მე-3 პირი | wildēdun |
დადასტურებულია აგრ. ოპტატივის მე-3 პირის მხ. რ. wildēdi (ისურვებდა, ენდომებოდა) და მე-2 პირის მრ. რ. wildēdeiþ (გინდოდეთ).