ნაცვალსახელის პარადიგმები

3. ნაცვალსახელები

3.1. პირის ნაცვალსახელები

პირველი პირის ნაცვალსახელები
მხოლობითი მრავლობითი ორობითი
სახელობითი ik weis wit
ნათესაობითი meina unsara ugkara
მიცემითი mis unsis, uns ugkis
ბრალდებითი mik uns, unsis ugkis

მეორე პირის ნაცვალსახელები
მხოლობითი მრავლობითი ორობითი
სახელობითი þu jus jut
ნათესაობითი þeina izwara igqara
მიცემითი þus izwis igqis
ბრალდებითი þuk izwis igqis

მესამე პირის ნაცვალსახელები
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი is ita si
ნათესაობითი is is izos
მიცემითი imma imma izai
ბრალდებითი ina ita ija
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი eis ija ijos
ნათესაობითი ize ize izo
მიცემითი im im im
ბრალდებითი ins ija ijos

3.2. ჩვენებითი ნაცვალსახელები

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი sa þata so
ნათესაობითი þis þis þizos
მიცემითი þamma þamma þizai
ბრალდებითი þana þata þo
მოქმედებითი - þē -
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი þai þo þos
ნათესაობითი þize þize þizo
მიცემითი þaim þaim þaim
ბრალდებითი þans þo þos

3.3. კითხვითი ნაცვალსახელები

გოთურში, ისევე როგორც სხვა გერმანიკულ ენებში, კითხვითი ნაცვალსახელები წარმოებულია ფუძისგან *xwa-, *xwō-, აქვს მამრობითი (ƕas „ვინ“), საშუალი (ƕa „რა“) და მდედრობითი (ƕo „ვინ“) სქესი და იხმარება მარტოოდენ მხოლობით რიცხვში:

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕas ƕa ƕo
ნათესაობითი ƕis ƕis ƕizos
მიცემითი ƕamma ƕamma ƕizai
ბრალდებითი ƕana ƕa ƕo
მოქმედებითი - ƕe -

ფორმა *ƕizos (მდედრ. სქესის ნათ. ბრუნვა) ჩვენამდე მოღწეულ გოთურ წყაროებში დადასტურებული არ არის.
ასევე, ძლიერი ზედსართავივით, იბრუნვის კითხვითი ნაცვალსახელი ƕarjis „ვინ“; „რომელი“.

3.4. განუსაზღვრელი ნაცვალსახელები

განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციით გოთურში სხვადასხვა ლექსიკური ერთეულები იხმარებოდა:

(ა) ნაცვალსახელებს ƕas, ƕa, ƕo კითხვითი ნაცვალსახელის ფუნქციის გარდა შეეძლო განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციაც შეესრულებინა და იხმარებოდა მნიშვნელობით „ვინმე, ვიღაც“; „რაიმე, რაღაც“ (განსაკ. კავშირის jabai „თუ“ შემდეგ).

(ბ) მნიშვნელობით „ვინმე“; „რაღაც“ იხმარებოდა აგრ. sums (მამრ. სქესი); sum, sumata (საშ. სქესი). suma (მდედრ. სქესი), რომელიც ძლიერი ზედსართავივით იბრუნვოდა.

(გ) ნაცვალსახელის ƕas კომბინირებით ნაწილაკთან -uh იწარმოებოდა განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „ყოველი“ : ƕazuh (მამრ. სქესი); ƕazuh (საშ. სქესი); ƕoh (მდედრ. სქესი).

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕazuh ƕah ƕo
ნათესაობითი ƕizuh ƕizuh -
მიცემითი ƕammeh ƕammeh -
ბრალდებითი ƕanoh ƕah ƕoh

მოქმედებითი ბრუნვის ფორმას ƕeh აქვს მნიშვნელობა „მხოლოდ“. მრავლობით რიცხვში დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის ბრალდ. ბრუნვის ფორმა ƕanzuh.

(დ) მნიშვნელობა „ყოველი; თითოეული“ გადმოიცემოდა აგრ. ნაცვალსახელის ƕarjis კომბინირებით ნაწილაკთან -uh. იხმარებოდა მარტო მხოლობითი რიცხვის ფორმები; მდედრობით სქესში კი შემორჩენილია მხოლოდ ბრალდ. ბრუნვის ფორმა.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕarjizuh ƕarjatoh -
ნათესაობითი ƕarjizuh ƕarjizuh -
მიცემითი ƕarjammeh ƕarjammeh -
ბრალდებითი ƕarjanoh ƕarjatoh ƕarjoh

(ე) მსგავსივე მნიშვნელობით იხმარება ნაცვალსახელთა სხვადასხვაგვარი შესიტყვებანი: ƕazuh-saei, sa-ƕazuh saei „ყოველი“; „თითოეული“. saei-ს ნაცვლად შეიძლება შეგვხვდეს izei.

(ვ) გოთურში განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „არავინ“ გადმოიცემა სხვადასხვა შესიტყვებათა მეშვეობით: ni mannahun, ni ƕashun, ni ainshun. განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ni ƕashun დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმით. შესიტყვებაში ni mannahun იბრუნვის მხოლოდ manna-; მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის გარდა დადასტურებულია ნათ. ბრუნვა ni manshun, მიც. ბრუნვა ni mannhun და ბრალდ. ბრუნვა ni mannanhun. შესიტყვებაში ni ainshun იბრუნვის მხოლოდ ელემენტი ains-.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ainshun ainhun ainohun
ნათესაობითი ainishun ainishun -
მიცემითი ainummehun ainummehun ainaihun
ბრალდებითი ainohun ainhun ainohun

3.5. კუთვნილებითი ნაცვალსახელები

კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ფაქტობრივად, წარმოადგენს ზედსართავებს, რომლებიც წარმოებულია პროტოგერმანიკული სუფიქსით *-īna- (გოთური -ein-) მხ. რ.-ში და სუფიქსით *era- (გოთური -ar-) მრ. რ.-ში. შდრ.: meins „ჩემი“, þeins „შენი“, seins „თავისი“, „მისი“; unsar „ჩვენი“, izwar „თქვენი“; დადასტურებულია აგრ. ორობითი რიცხვის ფუძიდან ნაწარმოები კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფორმა igqarai „თქვენსას“, „თქვენ ორისას“ (მხ. რ.-ის მიც. ბრუნვა).

კუთვნილებითი ნაცვალსახელები იბრუნვის ისევე, როგორც ძლიერი ზედსართავები. მაგ. სახელ. ბრუნვაში: მამრ. სქესის ფორმა meins, საშ. სქესისა mein ან meinata, მდედრ. სქესისა meina. საშუალი სქესის კუთვნილებით ნაცვალსახელებს unsar და izwar სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში მხოლოდ მოკლე ფორმა აქვთ (ანუ არ ერთვით საშ. სქესის მხ. რ.-ის დაბოლოება -ata).

3.6. მიმართებითი ნაცვალსახელები

მიმართებითი ნაცვალსახელები გოთურში იწარმოება ჩვენებითი ნაცვალსახელისთვის -ei ნაწილაკის დართვით: saei „ეს რომელიც“ (მამრ. სქესი), þatei „ეს რომელიც“ (საშ. სქესი) და soei „ეს რომელიც“ (მდედრ. სქესი). ეს ნაწარმოები ფორმა იბრუნვის ისევე, როგორც უბრალო ჩვენებითი ნაცვალსახელი, ნაწილაკი -ei დაერთვის ჩვენებითი ნაცვალსახელის ბრუნვით დაბოლოებას. შდრ.: მამრ. სქესი, სახელ. ბრუნვა saei, ნათ. ბრუნვა þizei, მიც. ბრუნვა þammei, ბრალდ. ბრუნვა þanei და ა.შ.; მდედრ. სქესი, სახელ. ბრუნვა soei, ნათ. ბრუნვა þizozei, მიც. ბრუნვა þizaiei, ბრალდ. ბრუნვა þoei და ა.შ.

მიმართებითი ნაცვალსახელები saei, þatei, soei ხშირად გამოიყენება გოთურ ენაში და მათ დამოკიდებული წინადადებები შემოჰყავთ.

მამრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმა saei-სთან ერთად, გოთურში ხშირად გამოიყენება ფორმა izei, რომელიც პირის ნაცვალსახელის is (მე-3 პირი, მხ. რ., მამრ. სქესი) და ნაწილაკის -ei შესიტყვებას წარმოადგენს. izei ხშირად იხმარებოდა დამოკიდებულ წინადადებებში, როგორც ერთგვარი გაქვავებული მიმართებითი ნაცვალსახელი. შდრ.: þaim izei qimand at izwis „(მათ,) რომელნიც მოვლენ თქვენთან“ (მათ. 7:15); niu mahta sa izei uslauk augona þamma blindin ... „ნუთუ არ შეეძლო მას, ვინც ბრმას თვალი აუხილა ...“ (იოან. 11:37). ზუსტად ანალოგიურად, მდედრ. სქესის მიმართებითი ნაცვალსახელის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმა soei-სთან ერთად იხმარება მიმართებითი ნაცვალსახელი sei, რომელიც წარმოებულია მდედრ. სქესის მე-3 პირის ნაცვალსახელის si და ნაწილაკ -ei-ს შეერთების გზით. აღსანიშნავია ოღონდ, რომ sei მარტო მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვაში იხმარება.

3.7. უკუქცევითი ნაცვალსახელები

მხოლობითი რიცხვი
ნათესაობითი seina
მიცემითი sis
ბრალდებითი sik

ნაწარმოებია ნაცვალსახელური ფუძიდან *se-.

3.8. ნაცვალსახელური ზედსართავები

ნაცვალსახელური ზედსართავები aljis (სხვა; სხვანაირი); anþar (სხვა, მეორე), silba (თვითონ, თავად) და sama (იგივე) ჩვენს ლექსიკონსა და ქრესტომათიაში ინტერპრეტირებულია როგორც ზედსართავი სახელები.

aljis და anþar იბრუნვის როგორც ძლიერი ზედსართავი სახელები, ხოლო silba და (sa)sama - როგორც სუსტები.