მეტყველების ნაწილი: ზმნიზედა, წინდებული
(მიც., ბრალდ.) 1. სივრცითი მნიშვნელობით: გარშემო, ირგვლივ; ახლოს; 2. 1) რისამე შესახებ, რისამე თაობაზე; ymb þinne sið შენი მგზავრობის / ჩამოსვლის შესახებ; 2) რისამე გამო, რისამე მიზეზით; რაიმესთან დაკავშირებით; 3. დროითი მნიშვნელობით: 1) რისამე დროს; -ზე, -ში; ymb niht ღამით; ymbe underntíde სამ საათზე; 2) რისამე შემდეგ, შემდგომ; ðæs ymb lítel მალე ამის შემდეგ; ცოტა ხნის შემდეგ [შდრ. აგრ. 3)]; ymbe twelf monð თორმეტი თვის შემდეგ; ymb féower wintra ოთხი წლის შემდეგ; 3) მანამდე, -მდე; ðæs ymb lítel ან ðæs ymb litel fæc აქამდე ცოტა ხნით ადრე; ცოტა ხნის წინ [შდრ. აგრ. 2)]; ðæs ymb án ȝéar ერთი წლით ადრე; ერთი წლის წინ (აგრ. ymbe, umbe, embe)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *umbi „გარშემო; ირგვლივ“; ძვ. ფრიზ. umbe; ძვ. საქს. umbi; ჰოლ. om; ძვ. ზემ.-გერმ. umbi (თანამედრ. გერმ. um); ძვ. ისლ. umb, um (თანამედრ. ისლ. um) ← ინდო-ევროპ. *ambh-; სანსკრ. abhí- „-მდე; -სკენ; -ში“; ძვ. ბერძ. ἀμφι „-თან, ახლოს; გარშემო, ირგვლივ“; ლათ. amb-, ambi- პრეფ. „-თან; ირგვლივ“; ძვ. ირლ. imb „ირგვლივ, გარშემო“]