wrecan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (5)
(ნამყ. wræc მხ. რ., wrǽcon მრ. რ.; მიმღ. II wrecen) 1. იძულება (აიძულებს), რისამე გაკეთებინება; 2. გაძევება (გააძევებს), განდევნა, გაგდება; 3. შურისძიება (შურს იძიებს), სამაგიეროს მიზღვა; 4. დასჯა (დასჯის); 5. ვინმესთვის რისამე მიყენება (მიაყენებს); რისამე გამოწვევა (აგრ. wreocan)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. WREAKპროტო-გერმანიკ. *wrekan; გოთ. wrikan „დევნა“; ძვ. ფრიზ. wreka „შურისძიება“; ძვ. საქს. wrekan „შურისძიება“; ჰოლ. wreken „შურისძიება“; ძვ. ზემ.-გერმ. rehhan „შურისძიება; დასჯა“ (თანამედრ. გერმ. rächen); ისლ. reka “განდევნა, გარეკვა; დევნა, გადევნება; შურისძიება“]
პარადიგმა

4.1.5. - V კლასი

პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ძლიერ ზმნათა მეხუთე კლასი ხასიათდებოდა მონაცვლეობით i/ă + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა. ანგლოსაქსურში ძლიერ ზმნათა აბლაუტის/ხმოვანმონაცვლეობის მეხუთე რიგი წარმოდგენილია ოთხი ძირითადი ვარიანტით: (ა) ვარიანტი ხმოვნით -e- აწმყო დროის ფუძეში; (ბ) ვარიანტი ხმოვნით -i- აწმყო დროის ფუძეში და მომდევნო თანხმოვნის გაორმაგებით; (გ) ვარიანტი თანხმოვანთა მონაცვლეობით ვერნერის კანონის მიხედვით; და (დ) ვარიანტი დიფთონგიზებული ხმოვნით პალატალური/სასისმიერი თანხმოვნის შემდეგ.

გარდა ამისა, (ე) მეხუთე კლასის ანგლოსაქსურ ზმნათა რიცხვში შედის ვარიანტი, რომელიც ხასიათდება ხმოვნის კონტრაქციით (კუმშვით) თანხმოვან h-ის ამოვარდნის შედეგად (და აგრ. ზოგიერთი სხვა ანომალიით).

V კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
გაზომვა (ა) metan mæt mǽton meten
ჯდომა, დაჯდომა (ბ) sittan sæt sǽton seten
თქმა; ლაპარაკი (გ) cweðan cwæþ cwǽdon cweden
მიცემა (დ) ȝiefan ȝeaf ȝéafon ȝiefen
ხედვა; დანახვა (ე) séon seah sǽȝon, sáwon, séȝon seȝen, sewen