მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
1. შეფასება (შეაფასებს), ფასის დადება / განსაზღვრა; 2. პატივისცემა (პატივს სცემს), პატივით მოპყრობა; 3. თაყვანისცემა (თაყვანს სცემს), გაღმერთება; 4. ზეიმობა (ზეიმობს), აღნიშვნა (დღესასწაულისა); 5. ღირსების მინიჭება (მიანიჭებს), გაკეთილშობილება (აგრ. wyrðian, wurðian, worþian, worðian)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. WORTH ზმნ. მოძვ. „პატივისცემა, პატივით მოპყრობა“ ← weorþ არსებ. „ღირებულება, ფასი“; გოთ. waírþōn; ძვ. ფრიზ. werthia; ძვ. საქს. werthon; ძვ. ზემ.-გერმ. werdōn (თანამედრ. გერმ. werten)]
პარადიგმა
4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები
სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.
II კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. |
ყურება, შეხედვა | lócian, lóciȝan | lócode |
სიყვარული | lufian | lufode |
იხილეთ ზმნის პარადიგმები