wísian

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
1. გაძღოლა (გაუძღვება), საითკენმე წაყვანა; 2. გზის ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს); 3. ხელმძღვანელობა (ხელმძღვანელობს, უხელმძღვანელებს), მითითების მიცემა, დარიგება
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. WISE ზმნ. დიალ. ← wís ზედს. „ჭკვიანი, ბრძენი, გონიერი“; გოთ. -weisjan (ზმნ.-ში fulla-weisjan „დარწმუნება“); ძვ. ფრიზ. wīsa; ძვ. საქს. wīsian; ჰოლ. wijzen; ძვ. ზემ.-გერმ. wīsen (თანამედრ. გერმ. weisen); ისლ. vísa]
პარადიგმა

4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები

სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.

II კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ყურება, შეხედვა lócian, lóciȝan lócode
სიყვარული lufian lufode