tellan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
(ნამყ. tealde; მიმღ. II teald) 1. მოყოლა (მოჰყვება, მოუყვება), მოთხრობა; 2. თქმა (ეტყვის), შეტყობინება; 3. დათვლა (დაითვლის); გამოთვლა, გამოანგარიშება
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. TELLპროტო-გერმანიკ. *taljan (← *talō არსებ. „ანგარიში, რიცხვი“); ძვ. ფრიზ. tella „გამოთვლა“; ძვ. საქს. tellian „თქმა, მოყოლა; გამოთვლა, დათვლა“; ჰოლ. tellen „მიჩნევა, ჩათვლა; მოყოლა, თქმა“; ძვ. ზემ.-გერმ. zellen „მიჩნევა, ჩათვლა; თვლა, გამოთვლა“ (თანამედრ. გერმ. zählen „(და)თვლა“, erzählen „მოყოლა, მოთხრობა“); ისლ. telja „თვლა, გამოთვლა; თქმა, მოყოლა; მიჩნევა, ჩათვლა“]
პარადიგმა

4.2.1. (b) - პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

ამგვარ ზმნათა ერთ ნაწილში ადგილი ჰქონდა ზმნის ფუძის თანხმოვნისა და ნამყო დროის სუფიქსის ასიმილაციას. ეს ასიმილაცია ჯერ კიდევ პროტოგერმანიკულ ენაში უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, იგი დასტურდება გოთურში (შდრ. გოთ. þagkjan (ფიქრი) – ნამყ. დრ. მხ. რ. þahta; waúrkjan (კეთება; მოქმედება) – ნამყ. დრ. მხ. რ. waúrhta და ა.შ.).

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ძებნა sécan sóhte
ყიდვა bусȝаn, bусȝеаn bohte
ფიქრი þencan þóhte
ʘ ჰგონია; თვლის; ფიქრობს þyncan þúhte

პირველი კლასის სხვა არაწესიერ ზმნებში (მაგ. tellan < *taljan) ფორმაწარმოების ანომალია აიხსნება პროტო-გერმანიკ. სუსტი ზმნების სუფიქსის -jan ზემოქმედებით, რამაც ზმნის ფუძის ხმოვნის უმლაუტი (a > æ > e) გამოიწვია, საიდანაც tellan აწმყო დროის ფუძეში; ნამყო დროის ფორმებში კი ამ სუფიქსის არარსებობის წყალობით, აქ შენარჩუნებულია ზმნის ფუძის თავდაპირველი ანგლოსაქსური ვოკალიზაცია -ea-, -a- (იხ. ქვემოთ).

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
თქმა; მოყოლა tellan tealde, talde