strenȝu

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -īn/ō-
ძალა; სიძლიერე (აგრ. strenȝþu, strenȝðu)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. STRENGTHპროტო-გერმანიკ. *straŋgiþō; ძვ. ზემ.-გერმ. strengida; ჰოლ. strengte]
პარადიგმა

1.1.2. (d) -īn/ō- ფუძიანი

(-ō- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)

მდედრობითი სქესი

ზედსართავებისგან წარმოებული აბსტრაქტული არსებითი სახელები strenȝ- (< *strangīn-; შდრ. ზედს. stranȝ (ძლიერი)).

არსებითი სახელები, īn-/-ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
strenȝu
(ძალა)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი strenȝu, strenȝo strenȝa, strenȝe, strenȝu, strenȝo
ნათესაობითი strenȝe, strenȝu, strenȝo strenȝa
მიცემითი (მოქმედებითი) strenȝe, strenȝu, strenȝo strenȝum
ბრალდებითი strenȝe, strenȝu, strenȝo strenȝa

როგორც ზემომოყვანილი ცხრილიდან ჩანს, ამ ტიპის (-īn/ō-) არსებითებში სახელობითი ბრუნვის დაბოლოებანი ანალოგიით ვრცელდებოდა სხვა ბრუნვებზეც (გარდა მრ. რ.-ის ნათ. და მიც. ბრუნვებისა), რის შედეგადაც ამ ტიპის არსებითები უკვე ძველინგლისურ პერიოდშივე პრაქტიკულად უბრუნველ სიტყვათა კატეგორიაში იწყებდა გადასვლას.