მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
დაჟინებით ყურება (უყურებს), მიჩერება, ცქერა
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. STARE ← პროტო-გერმანიკ. *starēn; გოთ. -staúrran (ზმნაში andstaúrran „მრისხანედ ყურება; გაკიცხვა“); ძვ. საქს. starron; ჰოლ. staren; ძვ. ზემ.-გერმ. starēn (თანამედრ. გერმ. starren); ისლ. stara „დაჟინებით ყურება; მიჩერება“ ← ინდო-ევროპ. *ster- „ხისტი; მაგარი; გაშეშებული“; შდრ. ძვ. ბერძ. στερεός „მაგარი; მყარი; ძლიერი“]
პარადიგმა
4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები
სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.
II კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. |
ყურება, შეხედვა | lócian, lóciȝan | lócode |
სიყვარული | lufian | lufode |
იხილეთ ზმნის პარადიგმები