მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (6)
1. დარტყმა (დაარტყამს); ცემა; 2. მოკვლა (მოკლავს); დახოცვა; 3. ჭედვა (ჭედავს), გამოჭედვა; 4. დანესტვრა (დანესტრავს), კბენა (ითქმის გველის და მისთ. შესახებ)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. SLAY ← პროტო-გერმანიკ. *slahan; რუნ. სკანდ. slaginaR მიმღ. II „მოკლული“; გოთ. slahan; ძვ. ფრიზ. slā; ძვ. საქს. slahan; ჰოლ. slaan; ძვ. ზემ.-გერმ. slahan (თანამედრ. გერმ. schlagen); ისლ. slá ← ინდო-ევროპ. *slak-; შდრ. საშ. ირლ. slachta (ზმნ. „დარტყმის“ მიმღ. II)]
პარადიგმა
4.1.6. - VI კლასი
მეექვსე კლასი ხასიათდებოდა პროტო-გერმანიკ. მონაცვლეობით ă – ō – ō– ă [<ინდო-ევროპ. რაოდენობრივი აბლაუტისგან ŏ – ō – ō – ŏ].
ეს ხმოვანმონაცვლეობა ანგლოსაქსურში (ფუძის ხმოვნის გარემოცვიდან გამომდინარე) შემდეგნაირად აისახება:
VI კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II |
რხევა; რყევა | scacan, sceacan | scóc, scéac | scócon, scéacon | scacen |
აწევა | hebban | hóf | hóf | hafen, hæfen |
დარტყმა; ცემა | sléan | slóȝ, slóh | slóȝon | slæȝen |
დგომა | standan, stondan | stód | stódon | standen, stonden |
იხილეთ ზმნის პარადიგმები