sittan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (5)
(ნამყ. sæt; მიმღ. II seten) 1. ჯდომა (ზის; ჯდება), დაჯდომა; 2. სადმე ცხოვრება (ცხოვრობს), ბინადრობა
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. SITპროტო-გერმანიკ. *sitjan; გოთ. sitan; ძვ. ფრიზ. sitta; ძვ. საქს. sittian; ჰოლ. zitten; ძვ. ზემ.-გერმ. sizzen (თანამედრ. გერმ. sitzen); ისლ. sitja ← ინდო-ევროპ. *sed-; სანსკრ. sīdati; ავესტ. had-; ძვ. ბერძ. ἔζομαι; ლათ. sedēre; ძვ. ირლ. saidid; ლიტვ. sėdėti; ძვ. სლავ. сѣдѣти (რუს. сидеть)]
პარადიგმა

4.1.5. - V კლასი

პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ძლიერ ზმნათა მეხუთე კლასი ხასიათდებოდა მონაცვლეობით i/ă + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა. ანგლოსაქსურში ძლიერ ზმნათა აბლაუტის/ხმოვანმონაცვლეობის მეხუთე რიგი წარმოდგენილია ოთხი ძირითადი ვარიანტით: (ა) ვარიანტი ხმოვნით -e- აწმყო დროის ფუძეში; (ბ) ვარიანტი ხმოვნით -i- აწმყო დროის ფუძეში და მომდევნო თანხმოვნის გაორმაგებით; (გ) ვარიანტი თანხმოვანთა მონაცვლეობით ვერნერის კანონის მიხედვით; და (დ) ვარიანტი დიფთონგიზებული ხმოვნით პალატალური/სასისმიერი თანხმოვნის შემდეგ.

გარდა ამისა, (ე) მეხუთე კლასის ანგლოსაქსურ ზმნათა რიცხვში შედის ვარიანტი, რომელიც ხასიათდება ხმოვნის კონტრაქციით (კუმშვით) თანხმოვან h-ის ამოვარდნის შედეგად (და აგრ. ზოგიერთი სხვა ანომალიით).

V კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
გაზომვა (ა) metan mæt mǽton meten
ჯდომა, დაჯდომა (ბ) sittan sæt sǽton seten
თქმა; ლაპარაკი (გ) cweðan cwæþ cwǽdon cweden
მიცემა (დ) ȝiefan ȝeaf ȝéafon ȝiefen
ხედვა; დანახვა (ე) séon seah sǽȝon, sáwon, séȝon seȝen, sewen