მეტყველების ნაწილი: ზმნა
			
			
			ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (6)
			
		(ნამყ. scéoc, scóc; მიმღ. II sceacen, scacen, scæcen) 1. 1) თრთოლა (თრთის), ცახცახი, კანკალი; 2) რხევა (არხევს; ირხევა); რყევა; 2. სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს); გაქცევა (აგრ. scacan)
		ეტიმოლოგია
		[თანამედრ. ინგლ. SHAKE ← პროტო-გერმანიკ. *skakan; ძვ. ფრიზ. skeka „გაქცევა“; ძვ. საქს. skakan „წასვლა; გამგზავრება“; ისლ. skaka „რხევა, რყევა“]
პარადიგმა
		4.1.6. - VI კლასი
მეექვსე კლასი ხასიათდებოდა პროტო-გერმანიკ. მონაცვლეობით ă – ō – ō– ă [<ინდო-ევროპ. რაოდენობრივი აბლაუტისგან ŏ – ō – ō – ŏ].
ეს ხმოვანმონაცვლეობა ანგლოსაქსურში (ფუძის ხმოვნის გარემოცვიდან გამომდინარე) შემდეგნაირად აისახება:
| VI კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II | 
| რხევა; რყევა | scacan, sceacan | scóc, scéac | scócon, scéacon | scacen | 
| აწევა | hebban | hóf | hóf | hafen, hæfen | 
| დარტყმა; ცემა | sléan | slóȝ, slóh | slóȝon | slæȝen | 
| დგომა | standan, stondan | stód | stódon | standen, stonden | 
იხილეთ ზმნის პარადიგმები

 
 