scéawian

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
1. ყურება (უყურებს); შეხედვა, დანახვა, ხედვა; 2. ძებნა (ეძებს, დაეძებს), მოძებნა, პოვნა; შერჩევა, არჩევა; 3. ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს), გამოხატვა (კეთილგანწყობისა, პატივისცემისა)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. SHOWპროტო-გერმანიკ. *skawōjan; ძვ. ფრიზ. skāwia, skōwia; ძვ. საქს. skauwon; ჰოლ. schouwen; ძვ. ზემ.-გერმ. skouwōn (თანამედრ. გერმ. schauen)]
პარადიგმა

4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები

სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.

II კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ყურება, შეხედვა lócian, lóciȝan lócode
სიყვარული lufian lufode