მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მამრობითი
ფუძე: -n-
მამალი შველი (აგრ. ráha)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. ROEპროტო-გერმანიკ. *raihan, *raihōn; შდრ. ძვ. საქს. rēho; ჰოლ. ree; ძვ. ზემ.-გერმ. rēh (თანამედრ. გერმ. Reh); ძვ. ისლ. rá]
პარადიგმა

1.2.1. -n- ფუძიანი არსებითი სახელები (სუსტი ბრუნება)

ბრუნების ამ ტიპში შედის მამრობითი, მდედრობითი და საშუალი სქესის არსებითი სახელები.

-n- ფუძიან არსებითთა კატეგორიას ძვ. ინგლისურში სულ რამდენიმე არსებითი სახელი განეკუთვნებოდა. თანამედროვე ინგლისურში ბრუნების ამ ტიპისაგან შემორჩენილია მრავლობითი რიცხვის დაბოლოება -en ზოგიერთ არსებით სახელში, მაგ. oxen (ხარები), children (ბავშვები).

nom- (< *namo-, *naman-)

არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მამრობითი სქესი
noma
(სახელი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი noma noman
ნათესაობითი noman nomena
მიცემითი (მოქმედებითი) noman nomum
ბრალდებითი noman noman

tunȝ- (< *tungōn, *tungan-)

არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
tunȝe
(ენა)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი tunȝe tunȝan
ნათესაობითი tunȝan tunȝena
მიცემითი (მოქმედებითი) tunȝan tunȝum
ბრალდებითი tunȝan tunȝan

éaȝ- (< *augōn, *augan-)

არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, საშუალი სქესი
éaȝe
(eye)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი éaȝe éaȝan
ნათესაობითი éaȝan éaȝena
მიცემითი (მოქმედებითი) éaȝan éaȝum
ბრალდებითი éaȝe éaȝan

მამრობითი და მდედრობითი სქესის -n- ფუძიანი არსებითები ხშირად აღნიშნავენ მოქმედ პირს და ამდენად nomina agentis არიან: მაგ. déma (მსაჯული; მოსამართლე) < deman (განსჯა, გასამართლება; მსჯელობა, ფიქრი;) hunta (მონადირე) < huntian (ნადირობა( და ა.შ.