მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (4)
1. აღება (აიღებს); ხელის ჩაჭიდება; 2. მიღება (მიიღებს), მოპოვება; დაუფლება, მითვისება; 3. წაღება (წაიღებს); წაყვანა (აგრ. neoman, nioman, nyman); friþ niman ზავის დადება; siȝe niman გამარჯვების მოპოვება, გამარჯვება
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. NIM არქ. ← პროტო-გერმანიკ. *neman; გოთ. niman; ძვ. ფრიზ. nima, nema; ძვ. საქს. niman; ჰოლ. nemen; ძვ. ზემ.-გერმ. neman (თანამედრ. გერმ. nehmen); ძვ. ისლ. nema]
პარადიგმა
4.1.4. - IV კლასი
IV კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II |
აღება | niman | nam, nom | námon, nómon | numen |
ტარება, ზიდვა | beran | bær | bǽron | boren |
მოპარვა | stelan | stæl | stǽlon | stolen |
მოსვლა | cuman | cóm, cwóm | cómon, cwómon | cumen |
ზმნა cuman-ის ფუძის 1-ლი და მე-4 ფორმის ვოკალიზაციის თავისებურებანი სავარაუდოდ აიხსნება ადრე მათში ბგერა -w-ს არსებობით (შდრ. გოთ. qiman [ʹkwɪman]).
იხილეთ ზმნის პარადიგმები