მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მამრობითი
ფუძე: -a/u-
წყალში მცხოვრები ურჩხული; დემონი (აგრ. nicer)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. NICKER არქ. ← პროტო-გერმანიკ. *nikwiz, *nikwaz; ჰოლ. nikker ძვ. ზემ.-გერმ. nihhus, nichus (თანამედრ. გერმ. Nix); ძვ. ისლ. nykr (თანამედრ. ისლ. nykur) ← ინდო-ევროპ. *neigw-, *noigw-; შდრ. სანსკრ. nénekti „გარეცხვა; გაწმენდა“; ძვ. ბერძ. νίζω „გარეცხვა“; ძვ. ირლ. nigid „გარეცხვა“]
პარადიგმა
1.1.1. (d) (შერეული ტიპის -a-/-u-)
(-a- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
ბრუნების ამ ტიპში შედის ისტორიულად -u- ფუძიან ტიპში შემავალი არსებითები: winter (ზამთარი) (შდრ. გოთ. wintrus), lust (სურვილი; წადილი) (შდრ. გოთ. lustus), wífhád (ქალობა) შდრ. გოთ. haidus (ყაიდა, მანერა) და ა.შ., რომლებიც ბრუნების -a- ტიპში გადავიდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეინარჩუნა -u- ტიპის ბრუნვითი დაბოლოებები (მაგ. მიც. / მოქმ. wintra, სადაც -a ბრუნების -u- ფუძიანი ტიპის დაბოლოებას წარმოადგენს).
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი (შერეული ტიპის -a-/-u-), მამრობითი სქესი
winter
(ზამთარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | winter | wintras, wintru |
ნათესაობითი | wintres | wintra |
მიცემითი (ბრალდებითი) | wintra | wintrum |
ბრალდებითი | winter | wintras, wintru |
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები