2. ანგლოსაქსური ძლიერი და სუსტი ზედსართავი სახელები
2.1. ზედსართავთა ძლიერი ბრუნება
-a-, -ō- ფუძიანი ზედსართავები
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი.
| ანგლოსაქსურ ზედსართავთა ძლიერი ბრუნება -a-, -o- ფუძიანი ȝlæd(მხიარული) | |||
| მხოლობითი რიცხვი | |||
| მამრობითი სქესი | მდედრობითი სქესი | საშუალი სქესი | |
| სახელობითი | ȝlæd | ȝladu, ȝlado | ȝlæd | 
| ნათესაობითი | ȝlades | ȝlædre | ȝlades | 
| მიცემითი | ȝladum | ȝlædre | ȝladum | 
| მოქმედებითი | ȝlade | - | ȝlade | 
| ბრალდებითი | ȝlædne | ȝlade | ȝlæd | 
| მრავლობითი რიცხვი | |||
| მამრობითი სქესი | მდედრობითი სქესი | საშუალი სქესი | |
| სახელობითი | ȝlade | ȝlada, ȝlade | ȝladu, ȝlado | 
| ნათესაობითი | ȝlædra | ȝlædra | ȝlædra | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | ȝladum | ȝladum | ȝladum | 
| ბრალდებითი | ȝlade | ȝlada, ȝlade | ȝladu, ȝlado | 
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი.
მოკლეფუძიანი ვარიანტისგან განსხვავდება მხოლოდ -u, -o დაბოლოებათა არქონით მდედრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვაში და საშ. სქესის მრ. რ.-ის სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში.
| ანგლოსაქსურ ზედსართავთა ძლიერი ბრუნება -a-, -o- ფუძიანი ȝód(კარგი) | |||
| მხოლობითი რიცხვი | |||
| მამრობითი სქესი | მდედრობითი სქესი | საშუალი სქესი | |
| სახელობითი | ȝód | ȝód | ȝód | 
| ნათესაობითი | ȝódes | ȝódre | ȝódes | 
| მიცემითი | ȝódum | ȝódre | ȝódum | 
| მოქმედებითი | ȝóde | - | ȝóde | 
| ბრალდებითი | ȝódne | ȝóde | ȝód | 
| მრავლობითი რიცხვი | |||
| მამრობითი სქესი | მდედრობითი სქესი | საშუალი სქესი | |
| სახელობითი | ȝóde | ȝóda, ȝóde | ȝód | 
| ნათესაობითი | ȝódra | ȝódra | ȝódra | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | ȝódum | ȝódum | ȝódum | 
| ბრალდებითი | ȝóde | ȝóda, ȝóde | ȝód | 
(გ) -ja-,  -jō- ფუძიანი ზედსართავები
| ანგლოსაქსურ ზედსართავთა ძლიერი ბრუნება -ja-,  -jō- ფუძიანი wilde(ველური) | |||
| მხოლობითი რიცხვი | |||
| მამრობითი სქესი | მდედრობითი სქესი | საშუალი სქესი | |
| სახელობითი | wilde | wildu, wildo | wilde | 
| ნათესაობითი | wildes | wildre | wildes | 
| მიცემითი | wildum | wildre | wildum | 
| მოქმედებითი | wilde | - | wilde | 
| ბრალდებითი | wildne | wilde | wilde | 
| მრავლობითი რიცხვი | |||
| მამრობითი სქესი | მდედრობითი სქესი | საშუალი სქესი | |
| სახელობითი | wilde | wilda, wilde | wildu, wildo | 
| ნათესაობითი | wildra | wildra | wildra | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | wildum | wildum | wildum | 
| ბრალდებითი | wilde | wilda, wilde | wildu, wildo | 
ისტორიულად -i- ფუძიან ტიპში შემავალ ზედსართავთა (bryce (მყიფე; სუსტი); swice (მატყუარა, შეცდომაში შემყვანი)) ბრუნება ძველინგლისურში მთლიანად დაემთხვა -ja-, -jō- ფუძიან ზედსართავთა  ბრუნებას.
ზედსართავები, რომლებიც ისტორიულად -u- ფუძიან ტიპს განეკუთვნებოდა, წარმოდგენილია მხოლოდ ზედსართავების wlacu ((ნელ)თბილი) და cwucu (ცოცხალი)  მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმებით.
ამავე ტიპისა იყო კუთვნილებითი ნაცვალსახელებისა და ზოგიერთი სხვ. ზედსართაული ნაცვალსახელების (ჩვენებითთა გარდა) ფორმაცვალებადობაც.
2.2. ზედსართავთა სუსტი ბრუნება
მთლიანობაში ემთხვევა -n- ფუძიან არსებითთა ბრუნებას.
| ანგლოსაქსურ ზედსართავთა სუსტი ბრუნება ȝóda(კარგი) | |||
| მხოლობითი რიცხვი | |||
| მამრობითი სქესი | მდედრობითი სქესი | საშუალი სქესი | |
| სახელობითი | ȝóda | ȝóde | ȝóde | 
| ნათესაობითი | ȝódan | ȝódan | ȝódan | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | ȝódan | ȝódan | ȝódan | 
| ბრალდებითი | ȝódan | ȝódan | ȝódan | 
| მრავლობითი რიცხვი | |||
| სამივე სქესი | |||
| სახელობითი | ȝódan | ||
| ნათესაობითი | ȝódra | ||
| მიცემითი (მოქმედებითი) | ȝódum | ||
| ბრალდებითი | ȝódan | ||

 
 