1.1.3. (a)
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: win-
|
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მამრობითი სქესი
wine
(მეგობარი) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | wine | wine; winas* |
| ნათესაობითი | wines | winia, winiȝea; wina* |
| მიცემითი (მოქმედებითი) | wine | winum |
| ბრალდებითი | wine | wine; winas* |
* -a- ფუძიან არსებითებთან ანალოგიით.
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: dǽl-
|
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მამრობითი სქესი
dǽl
(ნაწილი) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | dǽl | dǽlas |
| ნათესაობითი | dǽles | dǽla |
| მიცემითი (მოქმედებითი) | dǽle | dǽlum |
| ბრალდებითი | dǽl | dǽl |
-i- ფუძიანი ტიპის ადრინდელი დაბოლოებანი ფუძის გრძელმარცვლიან ვარიანტში შემო-რჩენილი ჰქონდა მხოლოდ ტომებისა და ერების აღმნიშვნელ ზემოხსენებულ სახელწოდებებს.
(ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი ამ ტიპს არა აქვს)
ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: dǽd-
|
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
dǽd
(საქციელი; გმირობა) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | dǽd | dǽde, dǽda* |
| ნათესაობითი | dǽde | dǽda |
| მიცემითი (მოქმედებითი) | dǽde | dǽdum |
| ბრალდებითი | dǽd, dǽde* | dǽde, dǽda* |
* -o- ფუძიან არსებითებთან ანალოგიით.
საშუალი სქესის მოკლეფუძიანი არსებითები ინარჩუნებენ დაბოლოებას -e (←-i) მხოლობითი რიცხვის სახელობითსა და ბრალდებით ბრუნვებში და იბრუნვიან ისევე, როგორც საშუალი სქესის თავდაპირველად გრძელმარცვლიანი ვარიანტის -ja- ფუძიანი არსებითები.
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი sper-
|
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, საშუალი სქესი
spere
(შუბი) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | spere | speru |
| ნათესაობითი | speres | spera |
| მიცემითი (მოქმედებითი) | spere | sperum |
| ბრალდებითი | spere | speru |
ფუძის გრძელი ხმოვნის მქონე -i- ფუძიანი საშუალი სქესის არსებითები ისევე იბრუნვის, როგორც ამავე ტიპის არსებითები ფუძის მოკლე ხმოვნით, იმ განსხვავებით რომ გრძელმარცვლიანი ფუძის მქონე არსებითებს არა აქვთ დაბოლოება -e მხოლობითი რიცხვის სახელობითსა და ბრალდებით ბრუნვებში.
(ა) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი flǽsc-
|
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, საშუალი სქესი
flǽsc
(ხორცი) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | flǽsc | flǽscu |
| ნათესაობითი | flǽsces | flǽsca |
| მიცემითი (მოქმედებითი) | flǽsce | flǽscum |
| ბრალდებითი | flǽsc | flǽscu |
