1.3. ძირისეული არსებითი სახელები
ამ კლასის არსებითთათვის პროტოგერმანიკულში (ისევე როგორც გოთურში) დამახასიათებელი იყო ის, რომ ბრუნვის დაბოლოებები უშუალოდ მათს ძირს დაერთვოდა, ანუ მათ არ ჰქონდათ ფუძის მაწარმოებელი სუფიქსები (და შესაბამისად თავიდანვე ორმორფემიანი სტრუქტურით გამოირჩეოდნენ).
ძველინგლისურ ძირისეულ არსებითებს აგრ. ახასიათებს ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა. შესაბამისად, ბრუნვებს შორის განსხვავებები მათში გამოიხატება როგორც დაბოლოებებით, აგრეთვე ბრუნვით-რიცხვითი ფორმების ფუძეთა ვოკალიზაციით.
ძირისეული არსებითი სახელი, მამრობითი სქესი
mon
(კაცი, ადამიანი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | mon, monn | men, menn |
ნათესაობითი | monnes | monna |
მიცემითი (მოქმედებითი) | men, menn | mannum |
ბრალდებითი | mon, monn | men, menn |
ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: hnut-
ძირისეული არსებითი სახელი, მდედრობითი სქესი
hnutu
(კაკალი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | hnutu | hnyte |
ნათესაობითი | hnute | hnuta |
მიცემითი (მოქმედებითი) | hnyte | hnutum |
ბრალდებითი | hnutu | hnyte |
ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: bóc-
ძირისეული არსებითი სახელი, მდედრობითი სქესი
bóc
(წიგნი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | bóc | béc |
ნათესაობითი | béc, bóce | bóca |
მიცემითი (მოქმედებითი) | béc | bócum |
ბრალდებითი | bóc | béc |
მიუხედავად იმისა, რომ ძველინგლისურში ძირისეულ არსებითთა კლასი სიტყვების ძალზე მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი, ფორმაცვალებადობის ეს ტიპი ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული თანამედროვე ინგლისურ ენაში: შდრ. თანამედრ. ინგლ. foot – feet (ფეხი, ტერფი), goose – geese (ბატი), louse – lice (ტილი), man – men (კაცი, ადამიანი), mouse – mice (თაგვი), tooth – teeth (კბილი).