mǽrþu

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
1. სახელგანთქმულობა, სახელმოხვეჭილობა; 2. საგმირო საქმე, გმირობა (აგრ. mǽrðu, mǽrþo, mǽrðo, mǽrð)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *mēriþō; გოთ. mēriþa; ძვ. საქს. māritha; ძვ. ზემ.-გერმ. mārida; ისლ. mærð]
პარადიგმა

1.1.2. (a)

() ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: car-

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
caru
(ზრუნვა; საზრუნავი; დარდი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი caru cara, care
ნათესაობითი care cara, carena
მიცემითი (მოქმედებითი) care carum
ბრალდებითი care cara, care

დაბოლოება -ena მრ. რ. ნათ. ბრუნვაში გამოწვეულია ანალოგიით -n- ფუძიან ბრუნებასთან.

() ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: heord-

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
heord
(ჯოგი; ფარა)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი heord heorda, heorde
ნათესაობითი heorde heorda, heordena
მიცემითი (მოქმედებითი) heorde heordum
ბრალდებითი heorde heorda, heorde