მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მამრობითი
ფუძე: -n-
მთვარე (აგრ. móne მდედრ. -n-)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. MOON ← პროტო-გერმანიკ. *mēnan, *mēnōn; შდრ. გოთ. mēna; ძვ. ფრიზ. mōna; ძვ. საქს. māno; ჰოლ. maan; ძვ. ზემ.-გერმ. māno (თანამედრ. გერმ. Mond); ისლ. máni; შვედ. måne ← ინდო-ევროპ. *mēs-, *mēns-; სანსკრ. mā́s- „მთვარე; თვე“; ავესტ. māh- „მთვარე; თვე“; ძვ. ბერძ. μήν, μάν „თვე“; ლათ. mēnsis „თვე“; ძვ. ირლ. mí „თვე“; ძვ. პრუს. menig „მთვარე“; ლიტვ. ménuo „მთვარე; თვე“; ძვ. სლავ. мѣсѩць „მთვარე; თვე“ (რუს. месяц)]
პარადიგმა
1.2.1. -n- ფუძიანი არსებითი სახელები (სუსტი ბრუნება)
ბრუნების ამ ტიპში შედის მამრობითი, მდედრობითი და საშუალი სქესის არსებითი სახელები.
-n- ფუძიან არსებითთა კატეგორიას ძვ. ინგლისურში სულ რამდენიმე არსებითი სახელი განეკუთვნებოდა. თანამედროვე ინგლისურში ბრუნების ამ ტიპისაგან შემორჩენილია მრავლობითი რიცხვის დაბოლოება -en ზოგიერთ არსებით სახელში, მაგ. oxen (ხარები), children (ბავშვები).
nom- (< *namo-, *naman-)
არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მამრობითი სქესი
noma
(სახელი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | noma | noman |
ნათესაობითი | noman | nomena |
მიცემითი (მოქმედებითი) | noman | nomum |
ბრალდებითი | noman | noman |
tunȝ- (< *tungōn, *tungan-)
არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
tunȝe
(ენა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | tunȝe | tunȝan |
ნათესაობითი | tunȝan | tunȝena |
მიცემითი (მოქმედებითი) | tunȝan | tunȝum |
ბრალდებითი | tunȝan | tunȝan |
éaȝ- (< *augōn, *augan-)
არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, საშუალი სქესი
éaȝe
(eye) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | éaȝe | éaȝan |
ნათესაობითი | éaȝan | éaȝena |
მიცემითი (მოქმედებითი) | éaȝan | éaȝum |
ბრალდებითი | éaȝe | éaȝan |
მამრობითი და მდედრობითი სქესის -n- ფუძიანი არსებითები ხშირად აღნიშნავენ მოქმედ პირს და ამდენად nomina agentis არიან: მაგ. déma (მსაჯული; მოსამართლე) < deman (განსჯა, გასამართლება; მსჯელობა, ფიქრი;) hunta (მონადირე) < huntian (ნადირობა( და ა.შ.
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები