módor

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -r-
დედა (აგრ. módur, módyr, móder)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. MOTHERპროტო-გერმანიკ. *mōdēr; ძვ. ფრიზ. mōder; ძვ. საქს. mōdar; ჰოლ. moeder; ძვ. ზემ.-გერმ. muoter (თანამედრ. გერმ. Mutter) ისლ. móðir; შვედ., ნორვ. moder, mor ← ინდო-ევროპ. *mātēr-; სანსკრ. mātár; ავესტ. mātar-; ძვ. ბერძ. μάτγρ; ლათ. māter; ძვ. ირლ. māthir; სომხ. mair; ტოხარ. mācer (ნათ. mātri); ძვ. პრუს. muti; ლატვ. māte; ძვ. სლავ. мати (რუს. мать, матери)]
პარადიგმა

1.2.2. -r- ფუძიანი არსებითი სახელები (ნათესაობის აღმნიშვნელი ტერმინები)

არსებითი სახელები, -r- ფუძიანი მამრობითი სქესი
bróðor
(ძმა)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი bróðor bróðor, bróðru
ნათესაობითი bróðor bróðra
მიცემითი (მოქმედებითი) bréðer bróðrum
ბრალდებითი bróðor bróðor, bróðru

არსებითი სახელები, -r- ფუძიანი მდედრობითი სქესი
sweostor
(და)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი sweostor sweostor
ნათესაობითი sweostor sweostra
მიცემითი (მოქმედებითი) sweostor sweostrum
ბრალდებითი sweostor sweostor

არსებითი სახელები, -r- ფუძიანი მამრობითი სქესი
fæder
(მამა)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი fæder fæderas
ნათესაობითი fæder, fæderes fædera
მიცემითი (მოქმედებითი) fæder, fædere fæderum
ბრალდებითი fæder fæderas

ამავე ტიპის არსებითები módor (დედა) და dohtor (ქალიშვილი) იბრუნვის ისევე, როგორც არსებითი bróðor, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მრ. რ.-ის სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში მათ შეიძლება აგრ. ჰქონდეთ დაბოლოება -a: módra, dohtra.