მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (5)
1. წოლა (წევს), დაწოლა; 2. 1) დება (დევს); 2) ʘ ასვენია, განისვენებს; სადმე დაკრძალულია; 3. ʘ განლაგებულია; მდებარეობს; გადაჭიმულია, გადაშლილია (ითქმის ქვეყნის, ტერიტორიის და მისთ. შესახებ)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. LIE ← პროტო-გერმანიკ. *legjan, *legan; გოთ.ligan; ძვ. ფრიზ. lidza; ძვ. საქს. liggian; ჰოლ. liggen; ძვ. ზემ.-გერმ. liggen (თანამედრ. გერმ. liegen); ისლ. liggja; შვედ. ligga; დან., ნორვ. ligge ← ინდო-ევროპ. *legh-; ძვ. ბერძ. λέγω „დაწვენა; ‹და›წოლა“; λέκτρον „საწოლი, ლოგინი“; ლათ. lectus „საწოლი, ლოგინი“; ძვ. ირლ. lige „საწოლი“; ძვ. სლავ. лежати „წოლა“ (რუს. лежать)]
პარადიგმა
4.1.5. - V კლასი
პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ძლიერ ზმნათა მეხუთე კლასი ხასიათდებოდა მონაცვლეობით i/ă + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა. ანგლოსაქსურში ძლიერ ზმნათა აბლაუტის/ხმოვანმონაცვლეობის მეხუთე რიგი წარმოდგენილია ოთხი ძირითადი ვარიანტით: (ა) ვარიანტი ხმოვნით -e- აწმყო დროის ფუძეში; (ბ) ვარიანტი ხმოვნით -i- აწმყო დროის ფუძეში და მომდევნო თანხმოვნის გაორმაგებით; (გ) ვარიანტი თანხმოვანთა მონაცვლეობით ვერნერის კანონის მიხედვით; და (დ) ვარიანტი დიფთონგიზებული ხმოვნით პალატალური/სასისმიერი თანხმოვნის შემდეგ.
გარდა ამისა, (ე) მეხუთე კლასის ანგლოსაქსურ ზმნათა რიცხვში შედის ვარიანტი, რომელიც ხასიათდება ხმოვნის კონტრაქციით (კუმშვით) თანხმოვან h-ის ამოვარდნის შედეგად (და აგრ. ზოგიერთი სხვა ანომალიით).
V კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II |
გაზომვა | (ა) metan | mæt | mǽton | meten |
ჯდომა, დაჯდომა | (ბ) sittan | sæt | sǽton | seten |
თქმა; ლაპარაკი | (გ) cweðan | cwæþ | cwǽdon | cweden |
მიცემა | (დ) ȝiefan | ȝeaf | ȝéafon | ȝiefen |
ხედვა; დანახვა | (ე) séon | seah | sǽȝon, sáwon, séȝon | seȝen, sewen |
იხილეთ ზმნის პარადიგმები