1.1.1. (a)
| არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, მამრობითი სქესი dæȝ(დღე) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | dæȝ | daȝas | 
| ნათესაობითი | dæȝes | daȝa | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | dæȝe | daȝum | 
| ბრალდებითი | dæȝ | daȝas | 
| არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, მამრობითი სქესი fisc(თევზი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | fisc | fiscas | 
| ნათესაობითი | fisces | fisca | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | fisce | fiscum | 
| ბრალდებითი | fisc | fiscas | 
-el, -ol, -еn, -еr, -or და მისთ. ტიპის დაბოლოებათა მქონე ორმარცვლიანი არსებითები ბრუნების/სუფიქსაციის პროცესში განიცდიან უმახვილო ხმოვნის კუმშვას, მაგ.: სახელ. fuȝol (ფრინველი), – მიც. მხ. რ. fuȝle, ნათ. fuȝles და ა.შ.
ასო/ბგერა -h-ზე დაბოლოებულ არსებითებში ბრუნების/სუფიქსაციის პროცესში ხდება -h-ის ამოვარდნა და ფუძის ხმოვნის დაგრძელება: მაგ.: სახელ. seolh (სელაპი), – მიც. მხ. რ. séole, ნათ. séoles და ა.შ.
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: scip-
| არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, საშუალი სქესი scip(გემი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | scip | scipu, scipo | 
| ნათესაობითი | scipes | scipa | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | scipe | scipum | 
| ბრალდებითი | scip | scipu, scipo | 
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: scéap-
| არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, საშუალი სქესი scéap(ცხვარი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | scéap | scéap | 
| ნათესაობითი | scéapes | scéapa | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | scéape | scéapum | 
| ბრალდებითი | scéap | scéap | 
héafod (თავი) ტიპის არსებითები (გრძელი მახვილიანი + მოკლე უმახვილო მარცვალი) იბრუნვის როგორც არსებითი scip: სახელ., ბრალდ. მრ. რ. héafodu, მაგრამ ისეთებს, როგორიცაა მაგ. wæter (წყალი) (მოკლე მახვილიანი + მოკლე უმახვილო მარცვალი), არ ერთვით არანაირი დაბოლოება მრ. რ.-ის სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში: wæter (ისევე, როგორც არსებითის scéap შემთხვევაში).

 
 