herȝian

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
1. ძარცვა (ძარცვავს), ძარცვით მოპოვება; 2. გაპარტახება (გააპარტახებს), აოხრება
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. HARRY, HARROWhere არსებ.; ძვ. ფრიზ. ur-heria „განადგურება, გაპარტახება“; ძვ. საქს. herion „ძარცვა, ძარცვით მოპოვება“; ძვ. ზემ.-გერმ. heroin, herrōn „განადგურება, გაპარტახება“ (თანამედრ. გერმ. verheeren); ისლ. herja „ძარცვა, აოხრება; ომის წარმოება“]
პარადიგმა

4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები

სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.

II კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ყურება, შეხედვა lócian, lóciȝan lócode
სიყვარული lufian lufode