მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მამრობითი
ფუძე: -a/u-
1. სქესი; 2. პიროვნება, პირი; 3. გარეგნობა, იერი; 4. მდგომარეობა; 5. ფორმა, სახე (აგრ. hǽd)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. -HOOD სუფ. ← პროტო-გერმანიკ. *haiduz; გოთ. haidus „წესი, გზა, მეთოდი; რისამე სახე“; ძვ. ფრიზ. -hēd, -hēde სუფ.; ძვ. საქს. hēd „მდგომარეობა, წოდება, რანგი“; ჰოლ. -heid სუფ.; ძვ. ზემ.-გერმ. heit „მდგომარეობა, წოდება“ (თანამედრ. გერმ. -heit სუფ.); ძვ. ისლ. heiðr „პატივისცემა; პატივი“ (თანამედრ. ისლ. heiður)]
პარადიგმა
1.1.1. (d) (შერეული ტიპის -a-/-u-)
(-a- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
ბრუნების ამ ტიპში შედის ისტორიულად -u- ფუძიან ტიპში შემავალი არსებითები: winter (ზამთარი) (შდრ. გოთ. wintrus), lust (სურვილი; წადილი) (შდრ. გოთ. lustus), wífhád (ქალობა) შდრ. გოთ. haidus (ყაიდა, მანერა) და ა.შ., რომლებიც ბრუნების -a- ტიპში გადავიდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეინარჩუნა -u- ტიპის ბრუნვითი დაბოლოებები (მაგ. მიც. / მოქმ. wintra, სადაც -a ბრუნების -u- ფუძიანი ტიპის დაბოლოებას წარმოადგენს).
|
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი (შერეული ტიპის -a-/-u-), მამრობითი სქესი
winter
(ზამთარი) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | winter | wintras, wintru |
| ნათესაობითი | wintres | wintra |
| მიცემითი (ბრალდებითი) | wintra | wintrum |
| ბრალდებითი | winter | wintras, wintru |
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები
