მეტყველების ნაწილი: მრავლობითი არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -wō-
1. სამკაულები, მორთულობა, სამშვენისები; 2. განძი; ძვირფასეულობა; 3. აბჯარი (მდიდრულად მორთული) (აგრ. frætwe)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *fratwō; ← frætwian „მორთვა, შემკობა“, გოთ. (us)fratwjan „დაბრძენება, განბრძნობა, ჭკუის შემატება“]
პარადიგმა
1.1.2. (c) -wō- ფუძიანი
(-ō- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
მდედრობითი სქესი
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: sceadw-.
|
არსებითი სახელები, -wō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
sceadu
(ჩრდილი) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | sceadu, sceado | sceadwa, sceadwe |
| ნათესაობითი | sceadwe | sceadwa |
| მიცემითი (მოქმედებითი) | sceadwe | sceadwum |
| ბრალდებითი | sceadwe | sceadwa, sceadwe |
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: mǽdw-, stów- .
|
არსებითი სახელები, -wō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
mǽd
(მინდორი),
stów
(ადგილი) |
||||
| მხოლობითი | მრავლობითი | |||
| სახელობითი | mǽd | stów | mǽdwa, mǽdwe | stówa, stówe |
| ნათესაობითი | mǽdwe | stówe | mǽdwa | stówa |
| მიცემითი (მოქმედებითი) | mǽdwe | stówe | mǽdwum | stówum |
| ბრალდებითი | mǽdwe | stówe | mǽdwa, mǽdwe | stówa, stówe |
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები
