forlǽtan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (7)
1. გაშვება (გაუშვებს), გამოუშვება; განთავისუფლება; 2. რაიმეზე უარის თქმა (იტყვის), ხელის აღება; 3. მიტოვება (მიატოვებს), დატოვება; 4. პატიება (აპატიებს), მიტევება, შენდობა
ეტიმოლოგია
[← for- პრეფ. + lǽtan ზმნ.; ძვ. საქს. for-, farlātan; ძვ. ზემ.-გერმ. firlāzan; ძვ. ისლ. fyrirláta]
პარადიგმა

4.1.7. - VII კლასი

ძლიერ ზმნათა მე-7 კლასში შედის ზმნები, რომლებიც პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ნამყო დროს ფუძის გაორმაგებით (რედუპლიკაციით) აწარმოებდნენ. (შდრ. გოთ. háitan [ʹhaɪtan] (დაძახება, წოდება) და haíháit [ʹhɛhaɪt] (დაუძახა, უწოდა)).

ანგლოსაქსურში რედუპლიკაციის კვალი მხოლოდ ზოგიერთი ზმნის ნამყო დროის ფორმებშია შემორჩენილი: მაგ. héht ზმნიდან hátan (დაძახება, წოდება; ბრძანება); léolc ზმნიდან lácan (თამაში; (მუსიკის) დაკვრა); réord ზმნიდან rǽdan (რჩევა); ondreord ზმნიდან ondrǽdan (შიში, შიშის ქონა); léort (< *leolt) ზმნიდან lǽtan (ნების დართვა; დატოვება).

ანგლოსაქსური ზმნების მე-7 კლასში ძირითადად გამოირჩევა ორი ვარიანტი: ვარიანტი, სადაც -é- გვხვდება ნამყო დროის ორივე ფუძეში; და ვარიანტი, სადაც ნამყო დროის ორივე ფუძეში -éo- გვხვდება.

გარდა ამისა, მე-7 კლასში შედის ზმნები (fón, hónიხ. ქვემოთ) რომლებშიც ადგილი აქვს ხმოვნის კონტრაქციას h-ის ამოვარდნის შედეგად და თანხმოვანთა მონაცვლეობას ვერნერის კანონის მიხედვით.

VII კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
დაძახება, წოდება hátan héht, hét héhton, héton háten
დაცემა, დავარდნა feallan féol, féoll féollon feallen
დაჭერა; ხელის ჩავლება fón fénȝ fénȝon fanȝen, fonȝen
დაკიდება hón hénȝ hénȝon hanȝen, honȝen