faran

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (6)
1. გამგზავრება (გაემგზავრება), წასვლა; მგზავრობა, მოგზაურობა; სვლა, სიარული, მოძრაობა (ქვეითად, არაქვეითად, ზღვით და მისთ.); 2. მოხდომა (მოხდება); 3. არსებობა (არსებობს); წინსვლა; ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნა
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. FAREპროტო-გერმანიკ. *faran; გოთ. faran; ძვ. ფრიზ. fara; ძვ. საქს. faran; ჰოლ. varen; ძვ. ზემ.-გერმ. faran (თანამედრ. გერმ. fahren); ისლ. fara ← ინდო-ევროპ. *per-, *por-' შდრ. სანსკრ. píparti „გადატანა“; ძვ. ბერძ. πείρω „გახვრეტა“; ლათ. portāre „ტარება; გადატანა“; ძვ. სლავ. перѫтъ „ფრენა; გაფრენა“ (რუს. переть); ძვ. რუს. пором „ბორანი“]
პარადიგმა

4.1.6. - VI კლასი

მეექვსე კლასი ხასიათდებოდა პროტო-გერმანიკ. მონაცვლეობით ăōōă [<ინდო-ევროპ. რაოდენობრივი აბლაუტისგან ŏōōŏ].

ეს ხმოვანმონაცვლეობა ანგლოსაქსურში (ფუძის ხმოვნის გარემოცვიდან გამომდინარე) შემდეგნაირად აისახება:

VI კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
რხევა; რყევა scacan, sceacan scóc, scéac scócon, scéacon scacen
აწევა hebban hóf hóf hafen, hæfen
დარტყმა; ცემა sléan slóȝ, slóh slóȝon slæȝen
დგომა standan, stondan stód stódon standen, stonden