მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
წყრთა (მანძილი იდაყვიდან შუა თითის ბოლომდე; სიგრძის საზომი ერთეული, დაახლოებით = 18 დუიმს / 45, 7 სანტიმეტრს)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. ELL ← პროტო-გერმანიკ. *alīnō, *alinō „წყრთა“;გოთ. aleina; ძვ. ფრიზ. elne; ძვ. საქს. elina; ჰოლ. el; ძვ. ზემ.-გერმ. elina, elna, elle (თანამედრ. გერმ. Elle); ძვ. ისლ. ǫln (შდრ. თანამედრ. ისლ. alin) ← ინდო-ევროპ. *olinā-, *olīnā-; სანსკრ. aratní- „იდაყვი“; ავესტ. arəθna- „იდაყვი“; ძვ. ბერძ. ὠλένη „იდაყვი; ხელი“; ლათ. ulna „იდაყვი; ხელი; წყრთა“; ძვ. ირლ. uilen „იდაყვი“; ძვ. პრუს. alkunis „იდაყვი“; ძვ. სლავ. лакъть „იდაყვი; წყრთა“ (რუს. локоть)]
პარადიგმა
1.1.2. (a)
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: car-
არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
caru
(ზრუნვა; საზრუნავი; დარდი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | caru | cara, care |
ნათესაობითი | care | cara, carena |
მიცემითი (მოქმედებითი) | care | carum |
ბრალდებითი | care | cara, care |
დაბოლოება -ena მრ. რ. ნათ. ბრუნვაში გამოწვეულია ანალოგიით -n- ფუძიან ბრუნებასთან.
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: heord-
არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
heord
(ჯოგი; ფარა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | heord | heorda, heorde |
ნათესაობითი | heorde | heorda, heordena |
მიცემითი (მოქმედებითი) | heorde | heordum |
ბრალდებითი | heorde | heorda, heorde |
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები