dón

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი ზმნა
(ნამყ. მხ. რ. dyde; მიმღ. II dón, dén) 1. გაკეთება (გააკეთებს); დამზადება; 2. დადება (დადებს); სადმე მოთავსება
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. DOპროტო-გერმანიკ. *dōn; ძვ. ფრიზ. dwā, dua; ძვ. საქს. dōn; ჰოლ. doen; ძვ. ზემ.-გერმ. tuon (თანამედრ. გერმ. tun) ← ინდო-ევროპ. *dhē-, *dhō-; სანსკრ. dádhāti „დებს“; ავესტ. daδāiti „დებს“; ძვ. ბერძ. θήσω „დებს“; ძვ. სლავ. дѣти „დადება“ (რუს. деть)]
პარადიგმა

4.6.1. საკუთრივ არაწესიერი ზმნები ანგლოსაქსურში

ამ კატეგორიის ზმნებს ძველინგლისურ ენაში ახასიათებდა სხვადასხვა სახის ანომალიები აწმყო და/ან ნამყო დროის ფორმათა წარმოებაში. ამგვარ ანომალიურობას სხვადასხვა წარმომავლობა აქვს. ზოგიერთი ასეთი არაწესიერი / ანომალიური ზმნა საერთოგერმანიკული / პროტოგერმანიკულ წარმოშობისაა, ზოგიერთის თავისებურებანი კი უფრო გვიანდელი პერიოდის (დასავლეთგერმანიკული ან საკუთრივ ანგლოსაქსური ხანის) მოვლენა ჩანს.

(ა) ზმნა dón (ნამყ. დრ. მხ. რ. dyde; მიმღ. II dón, dén) (კეთება).

ამ ზმნის აწმყო დროისა და ნამყო დროის ფუძეების ურთიერთდამოკიდებულება ბოლომდე გარკვეული არ არის. შესაძლოა ნამყოს ფუძეში რედუპლიკაციასთან გვქონდეს საქმე. ივარაუდება აგრეთვე ამ ზმნის კავშირი სუსტი უღლების ნამყო დროის ფორმათა მაწარმოებელ დენტალურ სუფიქსთან (შდრ. ძვ. ინგლ. dydon, ძვ. საქს. dâdun, dedun (გააკეთეს) და გოთ. nasidēdun (გადაარჩინეს), სადაც პარალელიზმი ზმნის ანგლოსაქსურ/ძველინგლისურ და ძველსაქსურ ფორმებსა და გოთურ დენტალურ სუფიქსს შორის თვალში საცემია).

ქვემოთ მოყვანილია ზმნა dón-ის უღლების პარადიგმა.

dón (კეთება, გაკეთება)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ.
მე-2 პირი მხ. რ. dést
მე-3 პირი მხ. რ. déþ
მრ. რ. dóþ
კავშირებითი კილო
მხ. რ.
მრ. რ. dón
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ.
მე-2 პირი მრ. რ. dóþ

მიმღეობა I
dóende, dónde

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. dyde
მე-2 პირი მხ. რ. dydest
მე-3 პირი მხ. რ. dyde
მრ. რ. dydon
კავშირებითი კილო
მხ. რ. dyde
მრ. რ. dyden

მიმღეობა II
(ȝe)dón, (ȝe)dén

(ბ) ზმნას brenȝan (აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი პირი brenȝe, მე-2 პირი brenȝ(e)st, მე-3 პირი brenȝ(e)þ, brencþ, მრ. რ. brenȝaþ; ნამყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი brohte, მე-2 პირი brohtest, მრ. რ. brohton; მიმღ. II broht) (მოტანა) ახასიათებს ნამყ. დრ.-ის ფორმათა წარმოება ხმოვანმონაცვლეობით -e- / -o- [< *-i- / -a-] (ძლიერ ზმნათა მსგავსად) და ამავე დროს დენტალური სუფიქსის (-te-, -t-) დართვა (სუსტ ზმნათა მსგავსად). ამავდროულად, ნამყო დროის ფორმებში იკარგება ბგერა [-ŋ-], ხოლო თანხმოვანი -ȝ- გადადის -h- ში [-x-]. შდრ. ანალოგიური გოთურში: briggan (მოტანა) , brāhta (მოვიტანე; მოიტანა) და brāhtedun (მოიტანეს).

(გ) გარდაუვალი ზმნა búan (ნამყ. დრ. búde, მიმღ. II ȝebún) (ბინადრობა, ცხოვრება) გამოირჩეოდა უღლების პარადიგმაში ფორმაწარმოების გარკვეული ანომალიურობით: აწმყ. დრ.-ის მხ. რ.-ის 1-ლ პირში გვაქვს búe, მე-2 პირში búst, მე-3 პირში býþ; ნამყ. დრ. მხ. რ. და მრ. რ. შესაბამისად búde და búdon; მიმღ. II ȝebún ან ȝebúd. ითვლება, რომ ანგლოსაქსური búan (ისევე როგორც მისი გოთური ეტიმოლოგიური შესატყვისობა bauan (ბინადრობა)) თავდაპირველად რედუპლიკაციური ზმნა უნდა ყოფილიყო.

(დ) ზმნა willan (აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი wille, wile, მე-2 პირი wilt, მრ. რ. willaþ; ნამყ. დრ. wolde, walde; მიმღ. I willende) (ნდომა, სურვილი). ამ ზმნის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს კავშირებითი კილოს ფორმების ხმარება თხრობით კილოში (შდრ. ანალოგიური გოთ. ზმნ.-ში wiljan). ამით აიხსნება დაბოლოების არარსებობა მხ. რ.-ის მე-3 პირში (და შესაბამისად -s დაბოლოების არარსებობა თანამედრ. ინგლ. ზმნ. will-ის მხ. რ.-ის მე-3 პირში). აღნიშვნის ღირსია აგრ. პროტოგერმანიკული ნამყ. დრ.-ის მხ. რ.-ის მე-2 პირის დაბოლოების -t არსებობა ძვ. ინგლ. (და აგრ. თანამედრ. ინგლ.) ფორმაში wilt (გინდა, გსურს), რაც ამ ძველინგლისურ ზმნას პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებთან აახლოებს.