clipian

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
1. ყვირილი (ყვირის), დაყვირება; 2. დაძახება (დაუძახებს); 3. მოწვევა (მოიწვევს), მოხმობა; შეკრება (აგრ. clypian, cleopian, cliopian, cliepian, clepian)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. YCLEPT (← clipian, clepian-ის მიმღ. II) არქ. „წოდებული, ხმობილი“; არ გვხვდება არც ერთ გერმანიკულ ენაში]
პარადიგმა

4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები

სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.

II კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ყურება, შეხედვა lócian, lóciȝan lócode
სიყვარული lufian lufode