მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: საშუალი
ფუძე: -s-
(მრ. რ. cildru, cildra) ბავშვი (აგრ. cyld)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. CHILD (მრ. რ. CHILDREN აგრ. CHILDRE მოძვ.) ← პროტო-გერმანიკ. *kelþan; შდრ. გოთ. kilþei „საშვილოსნო; დედის მუცელი“, in-kilþō „ორსული, ფეხმძიმე“; დან. kuld, შვედ. kull „ნაყარი, ბუდობა“ (ერთად დაყრილი ან გამოჩეკილი ნაშიერები)]
პარადიგმა
1.2.4. -s- ფუძიანი არსებითი სახელები
ბრუნების ამ ტიპში შედის საშუალი სქესის რამდენიმე არსებითი სახელი, რომლებიც ძირითადად გამოირჩევა იმით, რომ მრავლობით რიცხვში ისინი რეგულარულად ინარჩუნებენ ფუძის მაწარმოებელ ძველ სუფიქსს -r- (← *-z- ← -s-).
თანამედროვე ინგლისურში ფუძის ამ ტიპიდან მომდინარეობს სიტყვა child – children [← ძვ. ინგლ. cildru + -en].
|
არსებითი სახელები, -s- ფუძიანი, მამრობითი სქესი
lomb
(ბატკანი, კრავი) |
||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | lomb | lombru |
| ნათესაობითი | lombes | lombra |
| მიცემითი (მოქმედებითი) | lombe | lombrum |
| ბრალდებითი | lomb | lombru |
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები
