მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (2)
1. არჩევა (აირჩევს), ამორჩევა; არჩევანის გაკეთება; 2. რისამე მოწონება (მოიწონებს), მიღება; რაიმეზე დათანხმება
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. CHOOSE ← პროტო-გერმანიკ. *keusan; გოთ. kiusan; ძვ. ფრიზ. kiāsa; ძვ. საქს. kiosan; ჰოლ. kiezen; ძვ. ზემ.-გერმ. kiosan; ისლ. kjósa ← ინდო-ევროპ. *ġeus-; შდრ. სანსკრ. joşati „სიამოვნების განცდა / მიღება“; ავესტ. zaoš- „სიამოვნება“; ძვ. ბერძ. γεύω „გასინჯვა; დაგემოვნება“; ლათ. gusto ზმნ. გასინჯვა, ცდა; დაგემოვნება“]
პარადიგმა
4.1.2. - II კლასი
II კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II |
ფრენა | fléoȝan | fléaȝ, fléah | fluȝon | floȝen |
არჩევა, ამორჩევა | céosan | céas | curon | coren |
თრევა, წევა, ქაჩვა | téon | téah | tuȝon | toȝen |
მოღუნვა, მოხრა | búȝan | béaȝ, béah | buȝon | boȝen |
იხილეთ ზმნის პარადიგმები