მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (5)
1. მიღება (მიიღებს); მოპოვება; შოვნა; 2. ხელში ჩაგდება (ჩაიგდებს), დაუფლება (beȝetan, beȝitan, beȝytan)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. BEGET ← be- პრეფ. + *ȝietan ზმნ.; შდრ. გოთ. bigitan „პოვნა, აღმოჩენა“; ძვ. საქს. bigetan „დაუფლება“; ძვ. ზემ.-გერმ. bigezzan „მოპოვება; დაუფლება“]
პარადიგმა
4.1.5. - V კლასი
პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ძლიერ ზმნათა მეხუთე კლასი ხასიათდებოდა მონაცვლეობით i/ă + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა. ანგლოსაქსურში ძლიერ ზმნათა აბლაუტის/ხმოვანმონაცვლეობის მეხუთე რიგი წარმოდგენილია ოთხი ძირითადი ვარიანტით: (ა) ვარიანტი ხმოვნით -e- აწმყო დროის ფუძეში; (ბ) ვარიანტი ხმოვნით -i- აწმყო დროის ფუძეში და მომდევნო თანხმოვნის გაორმაგებით; (გ) ვარიანტი თანხმოვანთა მონაცვლეობით ვერნერის კანონის მიხედვით; და (დ) ვარიანტი დიფთონგიზებული ხმოვნით პალატალური/სასისმიერი თანხმოვნის შემდეგ.
გარდა ამისა, (ე) მეხუთე კლასის ანგლოსაქსურ ზმნათა რიცხვში შედის ვარიანტი, რომელიც ხასიათდება ხმოვნის კონტრაქციით (კუმშვით) თანხმოვან h-ის ამოვარდნის შედეგად (და აგრ. ზოგიერთი სხვა ანომალიით).
V კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II |
გაზომვა | (ა) metan | mæt | mǽton | meten |
ჯდომა, დაჯდომა | (ბ) sittan | sæt | sǽton | seten |
თქმა; ლაპარაკი | (გ) cweðan | cwæþ | cwǽdon | cweden |
მიცემა | (დ) ȝiefan | ȝeaf | ȝéafon | ȝiefen |
ხედვა; დანახვა | (ე) séon | seah | sǽȝon, sáwon, séȝon | seȝen, sewen |
იხილეთ ზმნის პარადიგმები