1.1.3. (a)
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: win-
| არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მამრობითი სქესი wine(მეგობარი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | wine | wine; winas* | 
| ნათესაობითი | wines | winia, winiȝea; wina* | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | wine | winum | 
| ბრალდებითი | wine | wine; winas* | 
* -a- ფუძიან არსებითებთან ანალოგიით.
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: dǽl-
| არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მამრობითი სქესი dǽl(ნაწილი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | dǽl | dǽlas | 
| ნათესაობითი | dǽles | dǽla | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | dǽle | dǽlum | 
| ბრალდებითი | dǽl | dǽl | 
-i- ფუძიანი ტიპის ადრინდელი დაბოლოებანი ფუძის გრძელმარცვლიან ვარიანტში შემო-რჩენილი ჰქონდა მხოლოდ ტომებისა და ერების აღმნიშვნელ ზემოხსენებულ სახელწოდებებს.
(ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი ამ ტიპს არა აქვს)
ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: dǽd-
| არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მდედრობითი სქესი dǽd(საქციელი; გმირობა) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | dǽd | dǽde, dǽda* | 
| ნათესაობითი | dǽde | dǽda | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | dǽde | dǽdum | 
| ბრალდებითი | dǽd, dǽde* | dǽde, dǽda* | 
* -o- ფუძიან არსებითებთან ანალოგიით. 
საშუალი სქესის მოკლეფუძიანი არსებითები ინარჩუნებენ დაბოლოებას -e (←-i) მხოლობითი რიცხვის სახელობითსა და ბრალდებით ბრუნვებში და იბრუნვიან ისევე, როგორც საშუალი სქესის თავდაპირველად გრძელმარცვლიანი ვარიანტის -ja- ფუძიანი არსებითები.
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი sper-
| არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, საშუალი სქესი spere(შუბი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | spere | speru | 
| ნათესაობითი | speres | spera | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | spere | sperum | 
| ბრალდებითი | spere | speru | 
ფუძის გრძელი ხმოვნის მქონე -i- ფუძიანი საშუალი სქესის არსებითები ისევე იბრუნვის, როგორც ამავე ტიპის არსებითები ფუძის მოკლე ხმოვნით, იმ განსხვავებით რომ გრძელმარცვლიანი ფუძის მქონე არსებითებს არა აქვთ დაბოლოება -e მხოლობითი რიცხვის სახელობითსა და ბრალდებით ბრუნვებში.
(ა) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი flǽsc-
| არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, საშუალი სქესი flǽsc(ხორცი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | flǽsc | flǽscu | 
| ნათესაობითი | flǽsces | flǽsca | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | flǽsce | flǽscum | 
| ბრალდებითი | flǽsc | flǽscu | 

 
 