ȝeweorþian

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
1. პატივისცემა (პატივს სცემს); დაფასება, ღირსეულად მიჩნევა; 2. შეფასება (შეაფასებს), ფასის დადება; რისამე ფასის / ღირებულების განსაზღვრა; 3. შექება (შეაქებს), განდიდება; 4. მორთვა (მორთავს), შემკობა; 5. რითიმე დაჯილდოება (დააჯილდოებს), რისამე მინიჭება, მიცემა (აგრ. ȝeweoðian, ȝewurþian, ȝewurðian, ȝewyrþian, ȝewyrðian)
ეტიმოლოგია
[← ȝe- პრეფ. + weorþian ზმნ.; ძვ. საქს. giwerthon; ძვ. ზემ.-გერმ. giwerdōn]
პარადიგმა

4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები

სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.

II კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ყურება, შეხედვა lócian, lóciȝan lócode
სიყვარული lufian lufode