ȝán

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუპლეტიური ზმნა
(ნამყ. éode; მიმღ. II ȝán) 1. სვლა (მიდის), სიარული; 2. წასვლა (წავა); 3. მოძრაობა (მოძრაობს); 4. მოხდომა (მოხდება); მიდინარეობა
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. GOპროტო-გერმანიკ. *gēnan; ძვ. ფრიზ. gān; ძვ. საქს. gān; ჰოლ. gaan; ძვ. ზემ.-გერმ. gān, gēn (თანამედრ. გერმ. gehen)]
პარადიგმა

4.6.2. არაწესიერი სუპლეტიური ზმნები ანგლოსაქსურში

ანგლოსაქსურში, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ენაში, გვხვდება სუპლეტიური ზმნები, ანუ ზმნები, რომელთა პარადიგმაშიც სხვადასხვა ძირის ფორმებია წარმოდგენილი (როგორც მაგ. (to) go, went ან (to) be, is, are, were ფორმები თანამედროვე ინგლისურში). ქვემოთ მოყვანილია ყველაზე მნიშვნელოვანია ძვ. ინგლ. სუპლეტიური ზმნები.

(ა) ისტორიულად დამოუკიდებელი ზმნების wesan და béon (ყოფნა, არსებობა) მნიშვნელობები ანგლოსაქსურში თითქმის მთლიანად ემთხვეოდა ერთმანეთს და ისინი პრაქტიკულად ერთ პარადიგმაში იყვნენ გაერთიანებული.

აღსანიშნავია, რომ ანგლოსაქსური ერთადერთი გერმანიკული ენაა, რომელსაც *beu-, *beo- ძირის სრული პარადიგმა ჰქონდა წარმოდგენილი აწმყო დროში. სხვ. გერმანიკულ ენებში „ყოფნა“ ზმნის პრეზენსის პარადიგმებში ამ ძირის მხოლოდ ცალკეული ფორმები გვხვდება (შდრ. თანამედრ. გერმ. bin (ვარ), bist (ხარ), მაგრამ ist (არის), seid (ხართ), sind (არიან)).

აწმყო დრო

wesan béon
(ყოფნა, არსებობა)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. eom, am béo, bíom
მე-2 პირი მხ. რ. eart bist, bis
მე-3 პირი მხ. რ. istd bið
მრ. რ. sint, sindon
earon, aron
béoð
კავშირებითი კილო
მხ. რ. sý, sí béo
მრ. რ. sýn, sín béon
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. wes béo
მე-2 პირი მრ. რ. wesaþ béoþ

მიმღეობა I
wesende béonde

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. wæs -
მე-2 პირი მხ. რ. wǽre -
მე-3 პირი მხ. რ. wæs -
მრ. რ. wǽron -
კავშირებითი კილო
მხ. რ. wǽre -
მრ. რ. wǽren -

(ბ) ანგლოსაქსური ზმნა ȝán (ნამყ. დრ. éode, მიმღ. II (ȝe)ȝan) (სვლა, სიარული) სუპლეტიურად აწარმოებს ნამყო დროის ფორმებს. შდრ. ანალოგიური გოთურში: gaggan (სვლა), gaggiþ (მიდის), iddja (მიდიოდა).

ქვემოთ მოყვანილია ზმნა ȝán-ის უღლების პარადიგმა.

აწმყო დრო

ȝán (სვლა, სიარული)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. ȝá
მე-2 პირი მხ. რ. ȝǽst
მე-3 პირი მხ. რ. ȝǽþ
მრ. რ. ȝáþ
კავშირებითი კილო
მხ. რ. ȝá
მრ. რ. ȝán
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. ȝá
მე-2 პირი მრ. რ. ȝáþ

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. éode
მე-2 პირი მხ. რ. éodest
მე-3 პირი მხ. რ. éode
მრ. რ. éodon
კავშირებითი კილო
მხ. რ. éode
მრ. რ. éoden

მიმღეობა II
(ȝe)ȝán

ზმნა (to) go თანამედროვე ინგლისურშიც სუპლეტიურად რჩება, იმ განსხვავებით, რომ ნამყო დრო wend- ძირისგან იწარმოება: I, you, he, she, etc. went (წავედი), (წახვედი), (წავიდა) და ა.შ.