მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
			სქესი: მამრობითი
			ფუძე: -n-
			
			
		1. შიკრიკი, კურიერი; 2. ელჩი; 3. ანგელოზი; 4. მოციქული (აგრ. ǽrendwraca, ǽrendraca, ǽrenddraca)
		ეტიმოლოგია
		პარადიგმა
		1.2.1. -n- ფუძიანი არსებითი სახელები (სუსტი ბრუნება)
ბრუნების ამ ტიპში შედის მამრობითი, მდედრობითი და საშუალი სქესის არსებითი სახელები.
-n- ფუძიან არსებითთა კატეგორიას ძვ. ინგლისურში სულ რამდენიმე არსებითი სახელი განეკუთვნებოდა. თანამედროვე ინგლისურში ბრუნების ამ ტიპისაგან შემორჩენილია მრავლობითი რიცხვის დაბოლოება -en ზოგიერთ არსებით სახელში, მაგ. oxen (ხარები), children (ბავშვები).
nom- (< *namo-, *naman-)
| არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მამრობითი სქესი noma(სახელი) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | noma | noman | 
| ნათესაობითი | noman | nomena | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | noman | nomum | 
| ბრალდებითი | noman | noman | 
tunȝ- (< *tungōn, *tungan-)
| არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მდედრობითი სქესი tunȝe(ენა) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | tunȝe | tunȝan | 
| ნათესაობითი | tunȝan | tunȝena | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | tunȝan | tunȝum | 
| ბრალდებითი | tunȝan | tunȝan | 
éaȝ- (< *augōn, *augan-)
| არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, საშუალი სქესი éaȝe(eye) | ||
| მხოლობითი | მრავლობითი | |
| სახელობითი | éaȝe | éaȝan | 
| ნათესაობითი | éaȝan | éaȝena | 
| მიცემითი (მოქმედებითი) | éaȝan | éaȝum | 
| ბრალდებითი | éaȝe | éaȝan | 
მამრობითი და მდედრობითი სქესის -n- ფუძიანი არსებითები ხშირად აღნიშნავენ მოქმედ პირს და ამდენად nomina agentis არიან: მაგ. déma (მსაჯული; მოსამართლე) < deman (განსჯა, გასამართლება; მსჯელობა, ფიქრი;) hunta (მონადირე) < huntian (ნადირობა( და ა.შ.
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები

 
 