þyncan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
(ნამყ. þúhte) ʘ ჰგონია; თვლის; ფიქრობს (ჩვეულ. უპირო კონსტრუქციებში, ქვემდებარით მიც. ბრუნვაში; მაგ. þinceþ მე მგონია; him þúhte მას ეგონა / შთაბეჭდილება რჩებოდა, და ა.შ.) (აგრ. ðyncan)
ეტიმოლოგია
[შდრ. თანამედრ. ინგლ. METHINKS „მგონია“ ← პროტო-გერმანიკ. *þunkjan; გოთ. þugkjan; ძვ. ფრიზ. thinka, thinza; ძვ. საქს. thunkian; ჰოლ. dunken; ძვ. ზემ.-გერმ. dunken (თანამედრ. გერმ. dünken); ისლ. þykkja]
პარადიგმა

4.2.1. (b) - პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

ამგვარ ზმნათა ერთ ნაწილში ადგილი ჰქონდა ზმნის ფუძის თანხმოვნისა და ნამყო დროის სუფიქსის ასიმილაციას. ეს ასიმილაცია ჯერ კიდევ პროტოგერმანიკულ ენაში უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, იგი დასტურდება გოთურში (შდრ. გოთ. þagkjan (ფიქრი) – ნამყ. დრ. მხ. რ. þahta; waúrkjan (კეთება; მოქმედება) – ნამყ. დრ. მხ. რ. waúrhta და ა.შ.).

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ძებნა sécan sóhte
ყიდვა bусȝаn, bусȝеаn bohte
ფიქრი þencan þóhte
ʘ ჰგონია; თვლის; ფიქრობს þyncan þúhte

პირველი კლასის სხვა არაწესიერ ზმნებში (მაგ. tellan < *taljan) ფორმაწარმოების ანომალია აიხსნება პროტო-გერმანიკ. სუსტი ზმნების სუფიქსის -jan ზემოქმედებით, რამაც ზმნის ფუძის ხმოვნის უმლაუტი (a > æ > e) გამოიწვია, საიდანაც tellan აწმყო დროის ფუძეში; ნამყო დროის ფორმებში კი ამ სუფიქსის არარსებობის წყალობით, აქ შენარჩუნებულია ზმნის ფუძის თავდაპირველი ანგლოსაქსური ვოკალიზაცია -ea-, -a- (იხ. ქვემოთ).

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
თქმა; მოყოლა tellan tealde, talde