მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (4)
რისამე გამორღვევა (გამოარღვევს), საიდანმე ამოხეთქა / გარეთ გამოჭრა; wordes ord breosthord þurhbræc პოეტ. „პირველი სიტყვები გულმკერდიდან ამოიჭრა“, სასიკვდილოდ დაჭრილმა ბეოვულფმა ხმა ამოიღო / დაილაპარაკა
ეტიმოლოგია
[← þurh- პრეფ. + brecan ზმნ. „გატეხა; შემტვრევა; გარღვევა“; ძვ. ზემ.-გერმ. duruhbrehhan (თანამედრ. გერმ. durchbrechen)]
პარადიგმა
4.1.4. - IV კლასი
IV კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. | ნამყო დრო მრ. რ. | მიმღეობა II |
აღება | niman | nam, nom | námon, nómon | numen |
ტარება, ზიდვა | beran | bær | bǽron | boren |
მოპარვა | stelan | stæl | stǽlon | stolen |
მოსვლა | cuman | cóm, cwóm | cómon, cwómon | cumen |
ზმნა cuman-ის ფუძის 1-ლი და მე-4 ფორმის ვოკალიზაციის თავისებურებანი სავარაუდოდ აიხსნება ადრე მათში ბგერა -w-ს არსებობით (შდრ. გოთ. qiman [ʹkwɪman]).
იხილეთ ზმნის პარადიგმები