მეტყველების ნაწილი: წინდებული
(ბრალდ.) 1. სივრცითი მნიშვნელობით: რისამე გავლით, რისამე გამჭოლ; -ში, -ზე; 2. დროითი მნიშვნელობით: განმავლობაში, ბოლომდე (დროის მონაკვეთისა, პროცესისა და მისთ.); 3. რისამე მეშვეობით, რისამე გზით, რისამე დახმარებით (აგრ. ðurh, þuruh, þorh, þerh, þærh)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. THROUGH ← პროტო-გერმანიკ. *þurhwe, *þerhwe; გოთ. þaírh; ძვ. ფრიზ. thruc; ძვ. საქს. thurh; ჰოლ. door; ძვ. ზემ.-გერმ. duruh (თანამედრ. გერმ. durch) ← ინდო-ევროპ. *ter-; სანსკრ. tiras „-ში, გამჭოლ“; ლათ. trans „-ში, გამჭოლ“]