მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -īn/ō-
სიბნელე, წყვდიადი; სიმუქე (აგრ. þíestru, þístru, þýstru, ðéostru, ðíestru)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *þeustrīn; ძვ. საქს. thiustri, thiustria]
პარადიგმა
1.1.2. (d) -īn/ō- ფუძიანი
(-ō- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
მდედრობითი სქესი
ზედსართავებისგან წარმოებული აბსტრაქტული არსებითი სახელები strenȝ- (< *strangīn-; შდრ. ზედს. stranȝ (ძლიერი)).
არსებითი სახელები, īn-/-ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
strenȝu
(ძალა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | strenȝu, strenȝo | strenȝa, strenȝe, strenȝu, strenȝo |
ნათესაობითი | strenȝe, strenȝu, strenȝo | strenȝa |
მიცემითი (მოქმედებითი) | strenȝe, strenȝu, strenȝo | strenȝum |
ბრალდებითი | strenȝe, strenȝu, strenȝo | strenȝa |
როგორც ზემომოყვანილი ცხრილიდან ჩანს, ამ ტიპის (-īn/ō-) არსებითებში სახელობითი ბრუნვის დაბოლოებანი ანალოგიით ვრცელდებოდა სხვა ბრუნვებზეც (გარდა მრ. რ.-ის ნათ. და მიც. ბრუნვებისა), რის შედეგადაც ამ ტიპის არსებითები უკვე ძველინგლისურ პერიოდშივე პრაქტიკულად უბრუნველ სიტყვათა კატეგორიაში იწყებდა გადასვლას.
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები