ýþ

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -jō-
ზღვის ტალღა, ზვირთი (აგრ. ýð); ýþ-henȝest პოეტ. „ზღვის რაში“, გემი; ýþ-hof პოეტ. „ზღვის სასახლე“, გემი, ხომალდი
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *unþjō, *unþī; ძვ. საქს. ūthia; ძვ. ზემ.-გერმ. undea; ძვ. ისლ. uðr, unnr (თანამედრ. ისლ. unnur); ← ინდო-ევროპ. *unt-; ლათ. unda „ტალღა“]
პარადიგმა

1.1.2. (b) -jō- ფუძიანი

(-ō- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)

მდედრობითი სქესი

ამ კლასში შემავალი არსებითი სახელები იბრუნვის პრაქტიკულად ისევე, როგორც -ō- ფუძიანი არსებითები, იმ განსხვავებით, რომ მათ მრ. რ. ნათ. ბრუნვაში არა აქვთ დაბოლოება -ena.

არსებითი სახელები, -jō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
brycȝ
(ხიდი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი brycȝ brycȝa, brycȝe
ნათესაობითი brycȝe brycȝa
მიცემითი (მოქმედებითი) brycȝe brycȝum
ბრალდებითი brycȝe brycȝa, brycȝe