მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
(ნამყ. áweahte, áwehte მხ. რ., áweahton, áwehton მრ. რ.; მიმღ. II áweaht, áweht) 1. გაღვიძება (გააღვიძებს); 2. სამოქმედოდ აღძვრა (აღძრავს), წაქეზება; რისამე გამოწვევა
ეტიმოლოგია
[← á- პრეფ. + weccan ზმნ. „გაღვიძება“; შდრ. გოთ. uswakjan; ძვ. საქს. awekkian; ძვ. ზემ.-გერმ. irwekken, irwecken]
პარადიგმა
4.2.1. (b) - პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები
ამგვარ ზმნათა ერთ ნაწილში ადგილი ჰქონდა ზმნის ფუძის თანხმოვნისა და ნამყო დროის სუფიქსის ასიმილაციას. ეს ასიმილაცია ჯერ კიდევ პროტოგერმანიკულ ენაში უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, იგი დასტურდება გოთურში (შდრ. გოთ. þagkjan (ფიქრი) – ნამყ. დრ. მხ. რ. þahta; waúrkjan (კეთება; მოქმედება) – ნამყ. დრ. მხ. რ. waúrhta და ა.შ.).
I კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. |
ძებნა | sécan | sóhte |
ყიდვა | bусȝаn, bусȝеаn | bohte |
ფიქრი | þencan | þóhte |
ʘ ჰგონია; თვლის; ფიქრობს | þyncan | þúhte |
პირველი კლასის სხვა არაწესიერ ზმნებში (მაგ. tellan < *taljan) ფორმაწარმოების ანომალია აიხსნება პროტო-გერმანიკ. სუსტი ზმნების სუფიქსის -jan ზემოქმედებით, რამაც ზმნის ფუძის ხმოვნის უმლაუტი (a > æ > e) გამოიწვია, საიდანაც tellan აწმყო დროის ფუძეში; ნამყო დროის ფორმებში კი ამ სუფიქსის არარსებობის წყალობით, აქ შენარჩუნებულია ზმნის ფუძის თავდაპირველი ანგლოსაქსური ვოკალიზაცია -ea-, -a- (იხ. ქვემოთ).
I კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. |
თქმა; მოყოლა | tellan | tealde, talde |
იხილეთ ზმნის პარადიგმები